გიგა ბოკერია კონგრესმენების წერილზე - თუ შენ მიზანმიმართულად პოზიციონირდები როგორც ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდების“ საფრთხეა, ასეთ რეპუტაციას მიიღებ

გიგა ბოკერია კონგრესმენების წერილზე - თუ შენ მიზანმიმართულად პოზიციონირდები როგორც ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდების“ საფრთხეა, ასეთ რეპუტაციას მიიღებ

access_time2020-05-16 14:41:32

„ცალკეული შემთხვევების დავები შეიძლება დალაგებულ ქვეყანასაც ჰქონდეს, მაგრამ თუ შენ მიზანმიმართულად პოზიციონირდები როგორც ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდების“ საფრთხე არსებობს, იქნება ეს ბიზნესში თუ სხვაგან, ასეთ რეპუტაციას მიიღებ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილს, რომელშიც ავტორები საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

 

მისი თქმით, აღნიშნული წერილი არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის.

 

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ამ ყველაფრის შეცვლის პოლიტიკური უნარი ივანიშვილს და მის გუნდს არ გააჩნია, ეს უნდა გააკეთოს შემდეგმა ხელისუფლებამ“.

 


„საქართველოს შემდეგმა ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს ენერგიული ზომები, რომ ეს ზიანი იქნას გამოსწორებული, თორემ ასეთი ზიანი ქვეყანას დიდი ხანი მიყვება ხოლმე. დღევანდელ ხელისუფელბას მოვუწოდებ, მანამ, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სანამ არჩევნებში მათი მარცხი შედგება, მანამდე მინიმუმ დამატებითი ზიანი არ მიაყენონ რაიმე ნაბიჯებით.

 

იმედი მაქვს, შემდეგი ხელისუფლება იქნება ისეთი, რომელსაც ექნება უნარი, პოლიტიკური ნება და კომპეტენცია, რომ სწრაფად ამოვქაჩოთ ის ზიანი, რომელიც მივიღეთ ამ წლების და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. აქ პრობლემა არ არის ხოლმე, როგორც წესი, ერთ ან რომელიმე კონკრეტულ დავაში რომელიმე კომპანიასთან. აქ არის ზოგადად ქვეყნის რეპუტაციისა და დამოკიდებულების საკითხი სტრატეგიულ პარტნიორებთან და აქ მოხდა ყველაზე დიდი ზიანი. ცალკეული შემთხვევების დავები შეიძლება დალაგებულ ქვეყანასაც ჰქონდეს, მაგრამ თუ შენ მიზამიმართულად პოზიციონირდები როგორც ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორებს „გადაგდების“ საფრთხე არსებობს, იქნება ეს ბიზნესში თუ სხვაგან, ასეთ რეპუტაციას მიიღებ და მერე ეს ზვავივით მოყვება ხოლმე“, - აცხადებს ბოკერია.

 

ცნობისთვის, აშშ-ის სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები, ჯუდი არინგტინი და მარქვეინ მულინი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ხაზინის მდივან სტივ მნუჩინს წერილით მიმართავენ და საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ასევე მწუხარებას გამოთქვამენ „საქართველოს ამერიკის მტრებთან კავშირების გამო“, რაც მათი თქმით, აშშ-ის „გეოპოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე ხდება“. ამ კონტექტში ამერიკელი პოლიტიკოსები „ფრონტერას“ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კომპანიას, რომელმაც ქვეყანაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საქართველოდან გაძევება ემუქრება. ამასთან, წერილში საუბარი ეხება „კონტი ჯგუფსაც“, „რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმიდან გააძევეს".

 

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც „ქართული ოცნებაა“ ცდილობს გააძევოს ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესები, რომელთაც ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს. ნებისმიერი მსგავსი აქტივობა მართულია გეოპოლიტიკური გათვლებით, მათ შორის ცნობებით ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთის მთავრობასთან“, - ნათქვამია წერილში.

IPN




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up