გიგა ბოკერია - კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

გიგა ბოკერია - კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

access_time2019-11-16 18:25:42

საზოგადოებისთვის ნათქვამი კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.

 

ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ გარდაუვალია მისი პოლიტიკური მმართველობის დასრულება“.

 

„გვითხრან რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, სწორედ, რომ მორგებულია კონსტიტუციას. ვთხოვ ყველას, რომ ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ და დამოუკიდებელ მძლავრ პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, ვინც ივანიშვილს აუჯანყდა, გვითხრან, კერძოდ რას გულისხმობენ. არაფერი ანტიკონსტიტუციური არ არის, ზუსტად ჯდება ჩვენს კონსტიტუციაში. ამ საკითხში, ჩვენი კონსტიტუცია ადგენს ორ რამეს: 77 მაჟორიტარი უნდა იყოს არჩეული პროპორციულად და 73 მაჟორიტარულად. ეს არის ის რეგულაცია, რომლის ჩარჩოებშიც უნდა ვიყოთ. ჩვენ ვადგენთ წესს, როგორ მოხდება ამ ხალხის არჩევა ისე, რომ ყველა პარტიის საერთო პროპორცია იყოს შესაბამისობაში იმასთან, რა პროპორციის ხმებიც მიიღეს ჯამში ქვეყანაში. ანუ საერთო შედეგი არის პროპორციული, ოღონდ მაჟორიტარებიც გვყავს და პროპორციულად არჩეული ხალხიც. პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება, არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ დასრულდება ივანიშვილის მმართველობის დასრულებით საქართველოში“, - განაცხადა ბოკერიამ.


 

შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ე.წ. გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის და აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია.


IPN




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up