ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა.
„ჩვენ მისთვის არაფერი დაგვიბრალებია. ეს სიცრუეა მრავალ სიცრუეთა შორის, რაც მან ადრეც იკადრა და ახლაც. ჩვენთვის, ამ ვითარებაში, მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე სამარხვინოდ მოქცეულიყო და მერე ტალახი გვესროლა, არამედ ელისაშვილსაც კი, რადგანაც ფორმალურად ჯერ მაინც ოპოზიციაშია, არ დაერღვია ერთიანობა. ამიტომ ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, სასურველია ამ ფონზეც კი ოპოზციციაში, მათ შორის ელისაშვილის მხრიდან ბოიკოტი გაგრძელდეს.
ალეკო ელისაშვილმა დღეს Facebook-ლაივის დროს განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო“ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟით არის დაკავებული.
ელისაშვილის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, სერგი კაპანაძემაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ელისაშვილს უნდა პარლამენტში შესვლა და ახლა ეძებს საბაბს და ცდილობს, კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით.
imedinews.ge