გიგა ბოკერია - აბსურდულობა და უტიფრობაა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

გიგა ბოკერია - აბსურდულობა და უტიფრობაა, რომ ირაკლი კობახიძე დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

access_time2021-06-18 11:40:00

ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე.


როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრები დღეს უკიდურესი აგრესიით აღწერენ გიორგი გახარიას, რომელსაც „სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ“.


„ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, განსაკუთრებით კობახიძის, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის იმის შეხსენება, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე.


ადამიანები უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ. პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმ ამბების შემდეგ, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. მათ შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, პრემიერი იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია.



მნიშვნელობა აქვს, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს, თუ არა. მათი სიტყვა არ დაიჯერება. ივანიშვილი და მთელი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებელი ადამიანები არიან. ადამიანი კურდღელს ეძახის დღეს გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა“, - აღნიშნავს ბოკერია.


შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება, რის მაგალითადაც მან პანკისში, სვანეთში, კლუბ „ბასიანში“ და 20 ივნისის ღამეს ჩატარებული ოპერაციები დაასახელა. კობახიძის აზრით, შესაძლებელი იყო 20 ივნისის მოვლენებისას ოპერაციის უფრო „რბილად“, მაგალითად, წყლის ჭავლის გამოყენებით ჩატარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე „ტყვიებამდე არ მისულიყო“. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ინტერვიუს დროს კობახიძემ გახარიასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „გუნდმა იხილა ღალატი“. კობახიძე ეჭვობს, რომ გახარია „გავლენის ქვეშ მოქმედებდა“, თუმცა იქვე დასძენს, რომ „არ აქვს მტკიცებულება, გახარიას უშუალოდ სააკაშვილთან აქვს თუ არა პირდაპირი კავშირი“.


გარდა ამისა, კობახიძემ 17 ივნისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გიორგი გახარიას „კურდღელი“ უწოდა.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up