გიგა ბედინეიშვილი: ალბათ ბიუჯეტში იმდენი რეზერვიც არ არის, რომ დროებით მაინც შეაჩეროს სახელმწიფომ ინკასოების დადება ბიზნესებისთვის

გიგა ბედინეიშვილი: ალბათ ბიუჯეტში იმდენი რეზერვიც არ არის, რომ დროებით მაინც შეაჩეროს სახელმწიფომ ინკასოების დადება ბიზნესებისთვის

access_time2020-03-25 11:30:29

„ამ სიტუაციაში სახელმწიფო ბიზნესების დახმარებას უნდა ეცადოს და არა ავტომატურად ინკასოები დაადოს მათ  რაღაც ვადაგადაცილებისთვის.  მაგრამ ალბათ ბიუჯეტშიც ისეთი მდგომარეობაა, რომ ფულის ამოღება მნიშვნელოვანია და არ არის საკმარისი რეზერვები.“ - ეკონომიკური ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ ბიზნეს სექტორისთვის ფორსმაჟორულ სიტუაციაში ინკასოს დადების მართებულობაზე საუბრობს.


როგორც ცნობილია, მაშინ როდესაც ბიზნეს სექტორს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულ ეკონომიკასა და გაუფასურებულ ვალუტის კურსთან უწევს გამკლავება, დავალიანების მქონე რამდენიმე ათას კომპანიას ავტომატურ რეჟიმში ინკასო დაედო. „ტურიზმის სექტორის გარდა, ტელევიზია ან სხვა ნებისმიერი კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს“ , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.


ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილის თქმით, წლების მანძილზე ეკონომიკის სისუსტე ფორსმაჟორულ სიტუაციასაც კიდევ უფრო ამძიმებს იმდენად, რომ ბიუჯეტისთვის ბიზნესიდან  გადასახადების ამოღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.


„მთელი ამ წლების მანძილზე სუსტი ეკონომიკა გვქონდა, რამაც ძალიან ცუდად მოგვამზდა ასეთი კრიზისისთვის,  ამის შედეგიც არის ის, რასაც ახლა ვიმკით.  სამწუხაროდ, ბიუჯეტი ბევრი უაზრო ხარჯით არის გატენილი.  ამდენი ხნის განმავლობაში ვეუბნებოდით მთავრობას, რომ შეემცირებინა ხარჯები და უაზრო პროგრამები მოეხსნა ბიუჯეტიდან, ამის გამო ქვეყანას ახლა გადასახადების ამოღების შეჩერებაც არ შეუძლია და ცდილობს, რომ საერთოდ არ დაიხრჩოს ეკონომიკა.“- ამბობს ბედინეიშვილი.



მისივე განმარტებით, არსებული კრიზისის დროს ქვეყანაში ეკონომიკური პარალიზება საზოგადოების გაღარიბებასა და უმუშევრობის გასამმაგებას გამოიწვევს. თუმცა, პანდემიის აღმოფხვრის შემდეგ ფეხზე წამოდგომას არც ისე დიდი დრო დასჭირდება და ეკონომიკა ჩვეულ რიტმს მაქსიმუმ 3 თვეში დაუბრუნდება.


„ამ კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკურ პოლიტიკას კარგად ვერ ვმართავთ. გასაგებია, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ რატომღაც ეკონომიკის მთლიანად გაჩერება და მძაფრი ზომები პოლიტიკურად პოპულარულია. გასაგებია, რომ უჩვეულო სიტუაციაში ვართ და შეზღუდვები უნდა იყოს, მაგრამ ყველა სავაჭრო ობიექტის და სერვისის გაჩერების ვალდებულება არ იყო საჭირო. რა მოხდებოდა, რომ პატარა მაღაზიები, სადაც უკეთეს დროშიც კი 10 კაცზე მეტი არ შედის ღია ყოფილიყო. იქნებ ერთი-ორი კაცი მაინც შევიდეს და რამე იყიდოს. ეკონომიკის პარალიზება იწვევს იმას, რასაც ვხედავთ ახლა ლართან დაკავშირებით. ეკონომიკური აქტივობა თუ გაჩერდება, მყისიერად გაღარიბდება საზოგადოება და უმუშევრობა ცოტათი კი არ გაიზრდება, გასამმაგდება  და გაოთხმაგდება.


პანდემიის აღმოფხვრის შემდეგ მგონია, რომ საკმაოდ სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკა ჩვეულ რიტმს, რადგან არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა განაგრძონ კომპანიებმა ჩვეული სიმძლავრით ფუნქციონირება. შეიძლება ტურიზმი მაშინვე არ აღორძინდეს, მაგრამ სხვა დარგები ამოქმედდება და ცოტა ტურისტიც წამოვა, ამას ალბათ 2 ან 3 თვე დასჭირდება.“- განმარტა გიგა ბედინეიშვილმა.  


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთა მხოლოდ იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, შესაძლებლობა ეძლევათ, 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. შეღავათი ეხება ასევე იმ ბიზნესებს, რომელთაც უწევთ გაჩერება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა სხვა ბიზნესებისთვის, საშემოსავლო დავალიანების გადახდა სავალდებულოა.


მარიამ მორგოშია




სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ

სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-03-31 19:55:36
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტი ვირუსის პრევენციის ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და თავის აბონენტებს უზრუნველყოფს დისტანცირებული მომსახურების სხვადასხვა საშუალებებით. ამასთანავე, ხელს უწყობს ისეთი აუცილებელი მომსახურების შეუფერხებლად მიღებასაც, როგორიც ონლაინ საბანკო მომსახურებაა. სწორედ ამიტომ, სილქნეტი შეუერთდა საქართველოს ბანკის ინიციატივას, მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს საბანკო მომსახურება და ამისათვის არ შეაფერხებს თავისი...

31 მარტი - ქართული ლარი და თურქული ლირა უმნიშვნელოდ გამყარდა

31 მარტი - ქართული ლარი და თურქული ლირა უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-03-31 19:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2816 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-31 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად აქვს აზრი ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას თუ...

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია

ანაკლიის კონსორციუმი: მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია
access_time2020-03-31 18:15:19
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში შემაშფოთებელს უწოდებენ მთავრობის ინტერესს ფოთის პორტის მიმართ და აცხადებენ, რომ ფოთის პორტის განვითარება საქართველოს ეკონომიკის კრახს გამოიწვევს. როგორც კონსორციუმის განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის გადაწყვეტილება, გაეცა ფოთის პორტის ოპერატორი კომპანიისთვის მიწათსარგებლობის ნებართვა, ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. კონსორციუმში...

ინვესტორების თავშესაფარი - მოსალოდნელია თუ არა საფინანსო ბაზრის მორიგი ვარდნა

ინვესტორების თავშესაფარი - მოსალოდნელია თუ არა საფინანსო ბაზრის მორიგი ვარდნა
access_time2020-03-31 20:00:56
2020 წლის 19 თებერვალს მსოფლიო საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული ვარდნის მომსწრე გახდა. რომელი აქტივები გაუფასურდა ყველაზე მეტად და რისი გაკეთება შეეძლოთ ინვესტორებს, რათა დანაკარგი შეემცირებინათ? 19 თებერვლის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და უნდა აღინიშნოს, რომ  ეს რიცხვი ისტორიისა და ეკონომიკის სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს როგორც ბაზრის ყველაზე სწრაფი ვარდნის საწყისი ისტორიაში, რომელიც იდეალურ შტორმს- კორონავირუსის პანდემიასა  და...


მსგავსი სიახლეები

up