GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

access_time2018-07-16 17:40:00

ათეულობით მილიონის ინვესტიციის მიუხედავად, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადაა  კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

 

უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ დახარჯული მილიონების მიუხედავად „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

 

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

 

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.


 

მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე,  ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად  კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, - აღნიშნულია კომპანიის საგანგებო განცხადებაში.


საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორი ზურაბ გელენიძე „კომერსანტთან“ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ კომპანია წაგებაზე მუსაობდა და ბაზრიდან გასვლას გეგმავდნენ. დეტალები ნახეთ ამ ბმულზე https://commersant.ge/ge/post/saqnaxshiri-wlebia-mogebis-gareshe-mushaobs-kompania-shesadzloa-bazridan-gavides


კომერსანტი






რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up