გიდები  აქციების მოწყობით იმუქრებიან

გიდები აქციების მოწყობით იმუქრებიან

access_time2020-06-12 10:50:12

2020 წელს covid 19 ის გამო მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სექტორი, მათ შორის, გიდების მიმართულება. სახელმწიფოს მხრიდან კრიზისიდან გამოსვლის ქმედითუნარიანი გეგმის არქონის გამო, შემოსავლის და დახმარების გარეშე დარჩენილი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ბევრი ოჯახი სიღარიბის ზღვარეზეა. 


გიდები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები მოვითხოვთ:


1.მოხდეს გიდის, როგორც პროფესიული თანამდებობის აღიარება აღიარება და განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


2. მოხდეს დეტალური ახსნა-განმარტება ეკონომიკის მინისტრის მიერ 07.05.2020-ში გაჟღერებული 5 მილიონის შესახებ, ტურისტულ კომპანიებსა და გიდებზე დახმარების სახით გადანაწილებასთან დაკავშირებით,



3. სახელმწიფომ ტურიზმის სექტორში მომუშავე პერსონალი ( გიდები, მძღოლები და ა.შ) ცნოს დაზარალებულად.


ა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმის სექტორში იყვნენ დასაქმებულები და რომლებსაც 2020 წელს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აღარ უფიქსირდებათ შემოსავალი ტურისტული საქმიანობიდან, სახელმწფოს მიერ გაეწიოთ დახმარება და დაურიგდეთ კომუნალური ვაუჩერები 2020 წლის დარჩენილი კვარტლების განმავლობაში. (შემდგომში ხელახალი გადახედვის უფლებით).


ბ. დაზარალებულად იყვნენ ცნობილნი ტურიზმის სექტორის ის წარმოამდგენლებიც, რომლებსაც საგანგებო ვითარების დროს, ჩარიცხვები იურიდიული პირებისგან 300 ლარზე ნაკლები უფიქსირდებოდათ.


4. მოხდეს მარტოხელა დედების დახმარება, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ტურიზმზე და რომლებიც ვერ ხვდებიან ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებში


გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას მათზე დაკისრებული უფლებამოსილება მოსახლეობის წინაშე, გაგვიწიოს მყისიერი და გონივრული დახმარება და ნუ გვიქმნის უამრავ დაბრკოლებას დახმარებების მიღებაში.


წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“-ნათქვამია განცხადებაში.




თეგები:
გიდები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up