Giardian: ქართული სუფრა ევროპელი კულინარიული ბლოგერებისთვის ერთერთი საუკეთესო გასტრონომიული თავგადასავალი აღმოჩნდა

Giardian: ქართული სუფრა ევროპელი კულინარიული ბლოგერებისთვის ერთერთი საუკეთესო გასტრონომიული თავგადასავალი აღმოჩნდა

access_time2019-09-09 18:00:49

სრული ზეიმი საქართველოში - ასე მოიხსენიებენ ევროპელი კულინარიის თემით დაინტერესებული მწერლები ქართულ სუფრას და ცნობილ გამოცემა Guardian-ში აღწერენ ქართული კერძებით მიღებულ დაუვიწყარ გამოცდილებას. ევროპელი მოგზაურებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ქართული სუფრის სრულად გასაცნობად  Baia’ wine/ბაიას ღვინო აღმოჩნდა, რომელიც ქუთაისთან ახლოს მდებარეობს.


„ქართული „სუფრა“ იწყება მაშინ, როდესაც შენს წინ უამრავი სახლში დამზადებული კერძი იშლება. კერძები შეხამებულია ადგილობრივ ღვინოსთან, რომელსაც ბაია თავად ამზადებს.  ის მესამე თაობის მეღვინეა , რომელმაც 2015 წელს თავისი ღვინის წარმოება დაიწყო. აღსანიშნავია,  რომ 22 წლის გოგონა 8000 წლის წინანდელ ტექნოლოგიას იყენებს ღვინის დასამზადებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ხაჭაპურზე (ყველიანი ცომი) , სოფლის ქათამზე, რომელიც ტყემალში  მზადდება, ლობიოსა და ბაჟეზე (საქართველოში ცნობილი ნიგვზის საწებელი),   თითებს ჩაიკვნეტთ და აფეთქებისთვის იქნებით მზად. ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა.“- ნათქვამია Guardian-ის სტატიაში.




ფესტივალები და გამოფენები, სენდვიჩები და ზღვის პროდუქტები ... კულინარიის  თემით დაინტერესებულმა  მწერლებმა მსოფლიოს მასშტაბით ფავორიტი სამზარეულოები და კერძები გააერთიანეს.



სიაში პირველ ადგილს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ყოველწლიური შემოდგომის ხილის ფესტივალი იკავებს . Fuente de las Batallas fountain ქალაქის ცენტრში ივსება ხილით სავსე დახლებითა და ადგილობრივი ფერმერებით. აქაური ბროწეული და კენკრა სექტემბრის დასაწყისში სხვა სეზონურ ხილთან ფესტივალის ფარგლებში უხვად იყიდება.


ასევე საუბარია საფრანგეთის ქალაქ ნიმესის ბარ რესტორანზე, სადაც მენიუ ყოველდღე იცვლება. შეფმა ემანუელ ლებლემ 25-ადგილიანი ბარი 2015 წელს გახსნა. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი პროდუქტებით რესტორმანმა რამდენიმე კერძი კლასიკად აქცია და კულინარიული ბლოგერების მოწონებაც დაიმსახურა.


Miranda do Dour - ის კერძების ფესტივალი პორტუგალიაში, ხამანწკების საფარი დანიაში, ნაყინის ფანტასტიკის სამყარო ესპანეთში, ლუდი და ხამანწკები ირლანდიაში, არქტიკული კიბორჩხალები ნორვეგიიდან, კულინარიის გაკვეთილები ტოსკანაში - ეს ყველაფერი ევროპის დამახასიათებელ მთავარ გასტრონომიულ ღირსებებად დასახელდა, რა თქმა უნდა ქართულ სუფრასთან ერთად, რომელიც საპატიო მესამე ადგილს იკავებს. 


მარიამ მორგოშია


TheGuardian.com




მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ

მასტიმულირებელი პაკეტის გარეშე ფქვილი და პური გაძვირდება - ასოციაციები მთავრობას მიმართავენ
access_time2020-11-27 13:00:58
თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება - ამის შესახებ აღნიშნულია , საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების მიხედვით, უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული...

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე
access_time2020-11-27 11:55:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად...

Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...


მსგავსი სიახლეები

up