GIAM Group-ი ქობულეთში მანდარინის ნატურალური წვენის წარმოებას იწყებს

GIAM Group-ი ქობულეთში მანდარინის ნატურალური წვენის წარმოებას იწყებს

access_time2020-12-17 19:00:23

Georgian industrial Asset Management Group-ის (GIAM Group) კუთვნილი  ქობულეთის საკონსერვო ქარხნის მიერ წარმოებული მანდარინის კონცენტრატი 100%-ით ექსპორტზე ევროპაში და იაპონიაში გადის.

 

გარდა ამისა, ბოლო 2 წლის მანძილზე პროდუქტს „კოკა-კოლას“ რუსული ფილიალი ყიდულობს.

 

საწარმოს დირექტორის რევაზ გოგიტიძეს თქმით, პანდემიამ სერიოზული გავლენა გაყიდვებზე ვერ მოახდინა და მოთხოვნა სტაბილური რჩება.

 

მოთხოვნა სტაბილურია და ჩვენი პროდუქტი დღეს ყველა ბაზარზე ჩვეულ რეჟიმში შედის. ამ მხრივ არავითარი შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენი პროდუქციის საბოლოო მომხმარებლები როგორ წესი, ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან. ჩვენ მრავალწლიანი პარტნიორები გვყავს, რომლებიც ჩვენი პროდუქციის ხარისხში დარწმუნებულები არიან - განაცხადა მან.

 

GIAM Group-ის ქარხანა ქობულეთში 2012 წლიდან მუშაობს. საწარმო 3 ტიპის დანადგარითაა აღჭურვილი - კონცენტრატების, ხილის პიურეს და სტანდარტული მანდარინის დაფასოებისთვის. ამ დროისთვის კომპანიის ძირითადი საქმიანობა სწორედ კონცენტრატის წარმოებაა.

 

საწარმოო ხაზის სიმძლავრე საათში 15 ტონა მანდარინის გადამუშავებაა. მზა პროდუქტი 200-ლიტრიანი ავზებით იყიდება.

 

საწარმოს ISO 22000 და ქაშერულობის სერტიფიკატები გააჩნია.


 

ამ წელს GIAM Group აჭარის მთავრობის მიერ რეალიზებული არასტანდარტული მანდარინი შესყიდვის სუბსიდირების პროგრამის ერთადერთი მონაწილეა. დღეისთვის ამ პროგრამის ფარგლებში საწარმომ 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი შეიძინა.

 

სეზონის დასრულებამდე კომპანია კიდევ 6000 ტონა  ნედლეულის შესყიდვას გეგმავს.

 

რევაზ გოგიტიძეს თქმით, ამ დროისთვის კომპანიის ძირითადი ამოცანაა საცალო გაყიდვებისთვის შეფუთული ნატურალური წვენების საწარმოო ხაზის შესყიდვაა, რაც ქარხნის მოგებას გაზრდის.

 

გარკვეული დროის მანძილზე ჩვენ ხილის პიურეს ვაწარმოებდით, ასევე საექსპორტოდ, რადგანაც საქართველოში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა დაბალია. ძირითადად ჩვენს პროდუქტს დსთ- ქვეყნებში ვყიდდით, მარგამ ფასების მხრივ უკრაინულ და პოლონურ პროდუქციასთან კონკურირება ვერ შევძელით. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტი ექსპორტზე არა საბოლოო სახით, შეფუთული, არამედ 20-25 კგ.- კასრებში გადიოდა, შემდეგ კი ადგილზე მისი შეფუთვა ხდებოდა. ამიტომაც წარმოების შეჩერება მოგვიწია - ამბობს ქარხნის დირექტორი.

 

მისი თქმით, ამჯერად აქცენტი ნატურალური მანდარინის წვენის წარმოებაზე კეთდება, თუმცა, ეს ადვილი და იაფი საქმე არაა.

 

ჩვენ შესაბამისი იტალიური მანქანა-დანადგარები უკვე შევარჩიეთ, თუმცა, ის 1,5 მლნ. ევრო ღირს, ასეთი თანხები კი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამ ეტაპზე მხოლოდ ნახევარი გვაქვს. ჩვენ საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო დონორებს უკვე მივმართეთ, თუმცა, უშედეგოდ. ამის მიუხედავად, წარმოების გაზრდაზე ჩვენ კვლავაც ვმუშაობთ - ამბობს რევაზ გოგიტიძე. მას კვლავაც სახელმწიფოს იმედი აქვს.

 

ჩვენ მზად ვართ დაფინანსების სანაცვლოდ რეგიონალური ბიუჯეტი არასტანდარტული მანდარინის შესყიდვაზე სუბსიდირებისგან გავათავისუფლოთ. თუ ჩვენ ნატურალური წვენების წარმოების ხაზი გვექნება, მთელ არასტანდარტულ მანდარინს ჩვენით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შევისყიდითაჭარის მთავრობას შესაბამისი წინადადებით უკვე მივმართეთ, და საკითხის წარმატებული გადაწყვეტის იმედი გვაქვს - მიიჩნევს გოგიტიძე.

 

 

Eastfruit.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
GIAM Group



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up