გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მზად არის აბსოლუტური ძალაუფლების ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ

გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მზად არის აბსოლუტური ძალაუფლების ნაწილი დათმოს მის სასარგებლოდ

access_time2020-12-21 13:02:00

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელიას აირჩევენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა”, ისევე როგორც ,,ქართული ოცნება” რელიგიურ პრინციპზე, გარკვეულ აბსოლუტზეა აგებული - აბსოლუტი ამ შემთხვევაში არის მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნების” შემთხვევაში კი გასაგებია ვინც არის. ასეთ კონსტრუქციას გარკვეულ საფრთხეს უქმნის ნიკა მელიას ტიპის ფიგურა. თუმცა, შეიძლება ამაზე შეგნებულად მიდიან და პრაქტიკულ პოლიტიკაში გადასვლას აპირებენ, შესაძლოა, ვიღაც შეგნებულად მიდის რელიგიური მოტივების დემონტაჟზე. ნიკა მელია არის მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსი და შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს ამ პარტიის, იმათშიც კი ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავს.

დაასახელეს ორი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით იყო გამორჩეული და იყო ზღვარზე მაქსიმალური პოლიტიკური გაგებით. მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ თუ ნიკა მელია იქნება არჩეული. იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე იქნება არჩევანი შეჩერებული, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება იმ ტენდენციებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. პარტიის თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up