გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

access_time2019-06-27 12:30:59


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია.


რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად გამართლებულია ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე პრემიერის და შს მინისტრის საქმიანობის ვერსიების მოსმენა ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან.


ამ საკითხებს „კომერსანტთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:



- ბატონო გია, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ის, რომ დღეს პრემიერი პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბარს გეგმავდა?


- ალბათ დაგეგმილი იყო ეს მოსმენა, თუმცა ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ეს ქმედება არაადეკვატურად მიმაჩნია. სრულიად აშკარად, ქვეყანაში ვითარდება კრიზისი და ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტა მობილიზებული უნდა იყოს, რომ გადავლახოთ და ვიპოვოთ კომპრომისები. დრამის პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, დღეს პრემიერის პარლამენტში მისვლა იქნებოდა - „ვითომ არაფერი მომხდარას“ პოზიციიდან საკითხების განხილვა.



- აშკარაა, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება ირჩევს დუმილის პოზიციას. უმაღლესი ხელისუფლების პირები, ფაქტობრივად, თავს არიდებენ მიმდინარე მოვლენების ანალიზს და არ ჩანს დიალოგის სურვილი...



- გეთანხმებით, მძიმედ განვითარდა მოვლენები. ბუნებრივია, უდანაშაულო არავინ არ არის. ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ ხელისუფლება არღვევს ბალანსს და პასუხისმგებლობების ლომის წილი თავის ოპონენტების მხარეს გადააქვს. რაც მთავარია, ცდილობს, რომ სახალხო პროტესტი გააიგივოს მისთვის საძულველ პოლიტიკურ ძალასთან. ცდილობს რომ ამ ნარატივში დატოვოს ყველაფერი : - „ვარ მე და ჩემი მტერი ნაციონალური მოძრაობა“. „ვინც მე არ მეთანხმება, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრია“. „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია“. სიძულვილზე და გაუნათლებლობაზე ააგეს ყველაფერი. ამას აკეთებს სრულიად ახალი ფენომენის ფონზე, ახალი პოლიტიკური კლასი ამოდის ზედაპირზე. ეს პოლიტიკური კლასი არ ასოცირდება, არც მათთან და არც იმ პოლუსთან, რომელზეც მუდმივად აპელირებს ქართული ოცნება.



- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ახალგაზრდები შეიძლება პოლიტიკურ ასპარეზზეც ვიხილოთ?



- რა თქმა უნდა, ეს უკვე პოლიტიკაა. ეს ახალგაზრდები უკვე პოლიტიკაში არიან, მე არ ვსაუბრობ სტრუქტურირებულ ან პერსონალიზირებულ პოლიტიკაზე. ეს პოლიტიკური პროცესია და მათი მოთხოვნებიც პოლიტიკურია, არა პარტიული პოლიტიკის გაგებით, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის გაგებით. ამ ძალას ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს. ხელისუფლება ცდილობს მათ დისკრედიტაციას, იმიტომ რომ სხვა გზას ვეღარ ხედავს. სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებს პოზიტიურად არ უყურებს.



მისასალმებელია ახალგაზრდა თაობის აქტიურობა იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა სრულიად გაკოტრებულია ქვეყანაში, ქვეყნის წინ წაწევა და პოზიტიური დღის წესრიგის გაჩენა მხოლოდ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ისინი ჩვენზე განათლებულები, შემართებულები, გაურყვნელები და არაკომპრომატირებულები არიან. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა ესალმებოდეს ამას. ჩვენი ხელისუფლება კი ცდილობს საშოშივე ჩაკლას ეს ყველაფერი, მოახდინოს მისი სტიგმირება და შეაფერხოს ისტორიის მსვლელობა. ისტორიას ახასიათებს თავისი კანონზომიერება, რომლის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება რომელიც ამას აკეთებს, თავადვე ზიანდება.




- ხვალ შეიძლება პარლამენტში მივიდეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რაც საზოგადოებაში ასევე არაერთგვაროვნად ფასდება...



- ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, გაწყვიტა კომუნიკაცია გარესამყაროსთან, გათიშა ტელეფონები, არ აქვს ინტერნეტი და შექმნეს ვირტუალური რეალობა. ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობენ და უნდათ ასე გაგრძელება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გახარიას დემონიზაციის ფეხის ხმას ავყვე. შეიძლება ეს ყველაფერი გაუგებრობაც იყო და პროვოკაცია მისი მიმართულებით. პოლიტიკაში ყველაფერი სამართლიანად არ ხდება. პოლიტიკა მკაცრი სფეროა, იქ უნდა იცოდე, როდის მოხვიდე და ასევე მნიშვნელოვანია იცოდე, როდის წახვიდე. მითუმეტეს პარლამენტში მისვლა, ეს ხომ ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს.



- როგორც ამბობენ, შიდა კლანები ერთმანეთს ებრძვიან, საუბარია გახარია გომელაურის დაპირისპირებაზე... სოციალურ ქსელში გაჟღერდა, რომ 20 ივნისის ღამეც გვახარიას წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო?



- აპელირება იმაზე, რომ ვიღაც პროვოკატორია, გასაგებია, თუმცა, არ ცვლის მოცემულობას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი პროვოკაციაა. კარგი, პანკისში ერთხელ მოგიწყვეს პროვოკაცია, დავუშვათ ასეა. მინისტრი, რომელსაც ყველა ნაბიჯზე პროვოკაციას უწყობენ, მინიმუმ ვერ აკონტროლებს სისტემას და ეს მოცემულობას არ ცვლის. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ზიანდება. თუ იმის თავი არ გაქვს, რომ გაუმკლავდე პროვოკაციებს, მაშინ წასასვლელი ხარ.



აქციებზე არ ვარ დარწმუნებული, რომ პროვოცირებული იყო, თუმცა ვუშვებ. პანკისის მოვლენების შემდეგ, რომ ვერ შეძლო დაელაგებინა სიტუაცია და ორ კვირაში ისევ მოუწყვეს, ახლა თუ გადაიტანა, ორ კვირაში კიდევ რა უბედურებას მოუწყობენ არ ვიცით.



- აღიარებულია, რომ ქართული ოცნების ერთადერთი მენტორი ბიძინა ივანიშვილია და ის ალაგებს სიტუაციას, რა შეიძლება ვივარაუდოთ მას აწყობს შიდა დაპირისპირება?


- კიბატონო, ის შიგნით რაღაცას მიალაგ-მოალაგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი სურათი როგორია - ხელისუფლებას აღარ აქვს პერსპექტივა, რაღა უნდა დაალაგოს ივანიშვილმა, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა სახელმწიფოს სხეულზე. წარმოიდგინეთ ნავი, რომელსაც ბევრი ხვრელი აქვს. ივანიშვილის მიერ ამ სიტუაციის დალაგება ჰგავს იმ შემთხვევას, როცა თითებით ცდილობ ამ ნავზე ნახვრეტების დაგმანვას. შეიძლება ცოტა შეანელოს მან ეს პროცესი, მაგრამ ნავი გასაკეთებელია, შეუძლებელია მისი გადარჩენა, ის მაინც ჩაიძირება.



ნათია კეკენაძე





ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up