გია ხუხაშვილი თიბისი ბანკზე - „ეს თიბისი ბანკის  საქმე არ არის და ეს მხოლოდ ხაზარაძის პირადი საქმეა“

გია ხუხაშვილი თიბისი ბანკზე - „ეს თიბისი ბანკის საქმე არ არის და ეს მხოლოდ ხაზარაძის პირადი საქმეა“

access_time2019-01-09 12:20:02

„თიბისი ბანკის თემა, რაზეც ბოლო დღეებშია საუბარი, ზოგადად ბანკის საქმე არ არის და ეს მხოლოდ ხაზარაძის პირადი საქმეა,“ - განაცხადა კომერსანტთან ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

 

ექსპერტის თქმით, თიბისი ბანკის თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან საქმის დეტალებზე მეტი ინფორმაცია უნდა გახდეს ცნობილი.

 

„ბანკის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ბრალეულობა რომ იკვეთებოდეს ამ შეთხვევაში ჩემთვის საინტერესო და განსახილველი თემა იქნებოდა,“  - აღნიშნა ხუხაშვილმა.   

 


შეგახსენებთ, 8 იანვარს საქართველოს პროკურატურამ თიბისი ბანკში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გარკვეული სახის დოკუმენტები ამოიღო. 

 

დღეს თიბისი ბანკის მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადების მიხედვით გუშინ საღამოს გავრცელებული ინფორმაცია მცდარი და დამახინჯებულია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის, კანონიერ საბანკო ოპერაციას.

 

„თიბისი ბანკი“ ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს „თიბისი ბანკის“, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში


„კომერსანტი“






გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up