გია ხუხაშვილი:  „ხელისუფლებაში იმედი ჰქონდათ, რომ, რადგან  ხალხს ბანკები და ბანკირები  არ უყვარს, ხაზარაძის ჩაქოლვა გაუხარდებოდა“

გია ხუხაშვილი: „ხელისუფლებაში იმედი ჰქონდათ, რომ, რადგან ხალხს ბანკები და ბანკირები არ უყვარს, ხაზარაძის ჩაქოლვა გაუხარდებოდა“

access_time2019-02-28 17:30:19

„პროკურატურა მოქმედებს პრინციპით გამეორება ცოდნის დედაა,“ ამის შესახებ „კომერსანტს“  ეკონომიკის ექსპერტმა  გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ახალი არაფერია.


„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი გამოძიებას კი არ ატარებენ, არამედ აქვთ თავიანთი საინფორმაციო დღის წესრიგი და, ან ავიწყდებათ,  რომ ბრიფინგი უკვე აქვთ ჩატრებული, ან ჰგონიათ, რომ ჩვენ გვაქვს სკლეროზი,“  აღნიშნავს ხუხაშვილი.


კითხვაზე   მაშინ რა მიზანს ემსახურება მთავარი სამართალდამცველი უწყების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება და  ხომ არ არის ეს ორი დღის წინ, საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ  გაკეთებულ განცხადებასთან კავშირში?   ხუხაშვილი განმარტავს, რომ  ამერიკის საელჩოსთან ისედაც შეიძლება ლაპარაკი, ბრიფინგების გარეშე.


 გარდა ამისა, ხუხაშვილი სვამს კითხვას: „ეს 17 მილიონი დოლარი რომ ოფშორმა ჩარიცხოს  და შემდეგ მამუკა ხაზარაძემ რომელიმე ევროსასამართლოში საქართველოს უჩივლოს რეპუტაციის შელახვისთვის და ის 17 მილიონი უკან წაიღოს, მერე რას შვრებიან?  მერე ამაზე წაუყენებენ ბრალს? საერთოდ, რა ხდება, არ ვიცი.



როგორც ჩანს, ხელისუფლებაში იმედი ჰქონდათ, რომ, რადგან საქართველოში ბანკები და ბანკირები დიდად არ უყვართ, ხალხს ხაზარაძის ჩაქოლვა გაუხარდებოდა და  საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნებოდათ. რეალურად, დაინახეს, რომ ეს ასე არ არის, ანუ ხაზარაძეს ვერ დაუპირისპირეს საზოგადოებრივი აზრი. მერე, ეტყობა, ჭკვიანი ბიჭები დასხდნენ და მოიფიქრეს, რომ ჩაეტარებინათ ბრიფინგი და კიდევ ერთელ აეხსნათ ხალხისთვის, ვინ არის ხაზარაძე. ფაქტობრივად, ნაცვლად იმისა, რომ ძიებას და მართლმსაჯულებას ემსახურებოდნენ, რაღაც საინფორმაციო, უცნაური დღის წესრიგით მოქმედებენ. ეს კი პროკურატურისთვის, რბილად რომ ვთქვათ, შეუფერებელი საქციელია,“  აღნიშნავს გია ხუხაშვილი.


როგორც ცნობილია, დღეს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. ორი დღის წინ კი, საქართველოში აშშ-ის საელჩომ  “აქცენტს” განუცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და აცხადებს, რომ საკითხის გადაჭრასა და იმას, თუ რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს იმიჯზე.


„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ „TBC ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ის, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი, რა განმარტებები გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს იმიჯზე ინვესტირებისა და ბიზნესის წარმოების მიმართულებით,“ – აცხადებენ საელჩოში.


სოფო ქსოვრელი 

 

 






„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ

გიორგი გახარია - თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უფრო სწრაფად უნდა ვისაუბროთ
access_time2021-01-26 12:55:00
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი...

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, უცნობია“ - სავაჭრო მოლები მთავრობისგან ოფიციალურ დადგენილებას ელიან
access_time2021-01-26 13:30:15
1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და ასევე სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ იციან. „დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, ჯერ არ არის ცნობილი....


მსგავსი სიახლეები

up