გია ხუხაშვილი - ქიბარ ხალვაშს ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია

გია ხუხაშვილი - ქიბარ ხალვაშს ხელში გავარვარებული ნაკვერჩხალი შერჩა, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია

access_time2019-08-20 12:36:48

ქიბარ ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მან იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა ხელსაც ვერ უშვებს,- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ხალვაში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია ვერ გაიყიდა, ის იბრძოლებს არხის გადარჩენისთვის.


როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ქიბარ ხალვაში გამოუვალ სიტუაციაშია, რადგან მას ტელევიზია არაფერში სჭირდება.


ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენს სხვა მოლოდინი ჰქონდა, მაშინ როცა ტელევიზიის დაბრუნებისთვის იბრძოდა, თუმცა სავარაუდოდ, მას იმედი გაუცრუვდა.




„ვფიქრობ, ქიბარ ხალვაში თვითონ არის იმედგაცრუებული. ის არ არის ტელესპეციალისტი და მთელი ეს ეპოპეა ერთადერთ მიზანს ისახავდა, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და სანაცვლოდ რაღაც მიეღო. როგორც ჩანს, რაღაც აირია და ასეც იყო მოსალოდნელი, შესაბამისად, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ხალვაში. მისი დაძაბული ოპტიმიზმი, რომელიც მის განცხადებაში ჩანს, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს, რადგან მას ხელში შერჩა ფაქტობრივად, გავარვარებული ნაკვერჩხალი, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. რეალურად, მას ძალიან მცირე შანსი აქვს იყოს წარმატებული ამ მხრივ, რადგან ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ არის ბიზნესი, მისი ძირითადი აქტივი არ არის კედლები და ამორტიზებული ტექნიკა, ეს აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ფულით არ ფასდება. ან ხალვაში ტოვებს იგივე სარედაქციო პოლიტიკას რაც დღეს „რუსთავი 2“-ში არის და ამით იწვევს ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას, ან ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კარგავს ამ ტელევიზიის მთავარ აქტივს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიის ღირებულება, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება. ხალვაში ცდილობს იხტიბარი არ გაიტეხოს, ცოტა დრო მოიგოს და ამ დროში იქნებ რაღაც გამოსავალი იპოვოს. მისი მცდელობები არის ექსტრემალური, ისტერიული და გამოუვალ მდგომარეობაშია. ხელისუფლების ინტერესი ამ ტელევიზიის პარალიზება იყო, მას მეტი ინტერესი არ ჰქონდა, რადგან პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ მსუყედ აქვს წარმოდგენილი, კარგად ესმის, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი კადრებით დაკომპლექტებას აზრი არ აქვს. ხალვაშმა იბრძოლა ისეთი აქტივისთვის, რომელიც ხელს წვავს, მაგრამ ხელსაც ვერ უშვებს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.


ცნობისთვის, 19 აგვისტოს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განისაზღვრა იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს „რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი გამოეთქვათ.


„ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას,- განაცხადა ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ტელევიზიისთვის გაყიდვისთვის განსაზღვრული ვადა ამოიწურა.



IPN






საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up