გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავის ტკივილს უკავშირდება და გადაწყვიტა, დემოკრატიულობანას თამაში გვერდზე გადადოს

გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავის ტკივილს უკავშირდება და გადაწყვიტა, დემოკრატიულობანას თამაში გვერდზე გადადოს

access_time2018-08-22 10:55:59

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გარკვეულ რისკებს და სერიოზულ თავის ტკივილს უკავშირდება და ახლა ცდილობს, რაღაც ალტერნატიული ვარიანტები შეიმუშავოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, რომ ძალაუფლების გადანაწილების სურათი შეექმნა, უხარისხო გამოდგა.

 

„გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომლის მხარდაჭერაც კომფორტული იქნებოდა ხელისუფლებისთვის, მათი გაგებით არ არსებობს, ბუნებრივია, დღის წესრიგში დაბრუნდა საკითხი, რომ დემოკრატიულობანას თამაში იქნებ გვერდზე გადადონ და წარადგინონ თავისი კანდიდატი. საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოჩნდება. ფაქტია, რომ ის, რასაც ხელისუფლება ცდილობდა, რომ ხელისუფლების ნებაყოფლობით გადანაწილების სურათი შეექმნა, უხარისხოდ გამოუვიდა და ცდილობს ამის შეცვლას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილიც მოიგებდა ალბათ, არჩევნებს ხელისუფლების მხარდაჭერით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ „ექსტრავაგანტული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს იწვევს ზუსტად დაძაბულობას და დისკუსიას „ქართულ ოცნებაში“.


 

„ერთი პრობლემაა, როგორ გახადონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამ პროცესში შესაძლოა, ბევრი სიურპრიზი დაახვედროს თავად ზურაბიშვილმა და ამას უფრთხის ხელისუფლება, ხოლო თუ გახდა პრეზიდენტი, სხვაგვარი თავის ტკივილი იქნება. ეს რა თქმა უნდა, უნდა გამხდარიყო დისკუსიის საგანი „ქართულ ოცნებაში“. დღეს „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არის თავად „ქართული ოცნება“. თავის თავში უნდა ეძებონ ურჩხული, თითქოს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up