გია ხუხაშვილი - კვლევა თებერვალშია ჩატარებული, ამ თვენახევარში კი ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემოდა თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერმა ჩაანაცვლა

გია ხუხაშვილი - კვლევა თებერვალშია ჩატარებული, ამ თვენახევარში კი ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემოდა თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერმა ჩაანაცვლა

access_time2021-04-06 15:00:00

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს, რადგან, კვლევის ჩატარების შემდეგ ბევრი სისტემური მოვლენა იყო. ხუხაშვილის განმარტებით, ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს შეცვლიდა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას და ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას მოიცავს.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, სავარაუდოდ ამ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მხოლოდ ის პუნქტები არ შეიცვლებოდა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტსა და მათ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას ეხება.

„საერთოდ გასაკვირია, ასეთი დაგვიანებით რატომ მოხდა აქტუალიზაცია ამ კვლევის, როცა შეიძლებოდა ბევრად უფრო ადრე მისი გამოქვეყნება. შეიძლება ზუსტად იმიტომაც არ გამოქვეყნდა, ველი რომ სრულდებოდა, გახარიას გადადგომა დაემთხვა, ეს რყევები დაიწყო, მაშინ ეტყობა რაღაც დაბნეულობა იყო და ამ პერიოდის შემდეგ გადაწყვიტეს გამოქვეყნება.

ხელისუფლების რეიტინგი, ჩემი აზრით, ამ თვენახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცემოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, ადამიანმა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველო ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლშია, რეიტინგებზე უფრო საინტერესო ნეგატიური რეიტინგებია.


„ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ამ კვლევაში დავინახოთ, არის ნეგტიური არჩევანის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ, ანუ ჩვენ რადგან ვიმყოფებით ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არავის არ აქვს, რეიტინგებზე მნიშვნელოვანი არის ნეგატიური რეიტინგები. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას და ასეთი ერთი პოლუსის შემთხვევაში არის 27% და მეორე შემთხვევაში 26%, ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც ქვეყანაა შესული დღეს.

პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, უფრო მეტად არის დისტანცირებული ხალხისგან, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ აიგივებენ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან საკუთარ არჩევანს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კლების ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანაშვნასთან დაკავშირებით ხმათა რაოდენობა თანაბრად არის გაყოფილი, ეს მოსახლეობის პოლარიზებას მიუთითებს.

„ეს გვეუბნება იმას, რომ საზოგადოება, სამწუხაროდ, მთლიანად პოლარიზებულია, ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა- არ დანიშვნის საკითხი იქცა წმინდა წყლის პოლიტიკური გემოვნების საკითხად, უფრო რწმენის საკითხად, ვიდრე რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილების თემად და შესაბამისად, საზოგადოების პოლარიზაცია ამ თემაში ჩანს ძალიან კარგად,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up