გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება „ნიანგის ცრემლებია“

გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება „ნიანგის ცრემლებია“

access_time2021-02-24 12:40:06

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი უკვე იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ მისი ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება. უბრალოდ, ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის “პლინტუსს” ქვემოთ, ნულოვანი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით ის პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია თავისი კეთილი ნება გამოხატოს ქმედებებით, რაც ნებისმიერი მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს.

„მას შეუძლია არა განცხადებები, არამედ პირდაპირ ქმედებებით აჩვენოს თავისი კეთილი ნება, თუ შეცდომა დაუშვა და თუ თავზე ნაცრის დაყრა უნდა, დაიყაროს ეს ნაცარი, რაღა განცხადებებს აკეთებს. იმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან შეასრულა დიქტატორის პაროდია. ბუნებრივია, რეალურად, ღარიბაშვილზე როგორც დიქტატორზე საუბარი არასერიოზულია, მაგრამ პაროდიული როლი ითამაშა, აბსოლუტურად აფექტური. ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას კრიმინალები და რადიკალები უწოდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსყიდვა რითაც შეუძლია, ეს არის ქმედებები. დღეს ერთ განცხადებას გააკეთებს, ხვალ - მეორეს, მერე ისევ ნერვები აეშლება, მარცხენა ფეხზე ადგება და ისევ არეულად ილაპარაკებს, ასე არ გამოვა, რადგან სახელმწიფო ასე არ იმართება. კი, ბატონო, ეს შეიძლება ვიღაცამ სახლში აკეთოს და არ იყოს პრობლემა, მაგრამ ამგვარად სახელმწიფო ინტერესები ზიანდება საბოლოო ჯამში. ასე, რომ ის წარმოუდგენელი საქციელი, რაც იმ დღეს ჩაიდინა, მოინანია? კი ბატონო, გვაჩვენოს ქმედებებით, რომ ინანიებს. ქმედებებში ნებისმიერ რაღაცას ვგულისხმობ. ანუ ნებისმიერი მიმართულებით გადადგას რაღაც რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამიტომ, გვაჩვენოს რაიმე ქმედებები. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ არ მიყვა იმ რადიკალურ სცენარს, რაც ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა იმ მიზნით, რომ გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა გახარიამ. მან ეს სისულელე მეორე დღესვე ჩაიდინა და ახლა, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ფუთოს, რა აზრი აქვს ამას?! აბსოლუტურად არანაირი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა.

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up