გია ხუხაშვილი: იმედია საქართველო მსოფლიო გადალაგების პროცესში სავაჭრო დახლზე არ აღმოჩნდება

გია ხუხაშვილი: იმედია საქართველო მსოფლიო გადალაგების პროცესში სავაჭრო დახლზე არ აღმოჩნდება

access_time2020-01-08 18:00:32

„მე ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ  დიდი დაპირისპირების დასასრულს ჩვენ არ აღმოვჩნდეთ სავაჭრო დახლზე. როდესაც დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება იწყება შემდგომ სრულდება ადრე თუ გვიან, მსხვილი მოთამაშეები ჯდებიან და რუკაზე ხდება გადანაწილებები. მსოფლიო ომამდე იმედია არ მივა აშშ-ირანის კონფლიქტი, მაგრამ მასშტაბები საკმაოდ დიდია და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ იქ, სადაც არ გვინდა. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ შეიძლება ისვე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს ჩვენი ქვეყანა.“ - პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი აშშ-ირანს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესების საქართველოზე გავლენას აფასებს როგორც პროცესს, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს.


8 იანვარს ირანმა 12  ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ, რომელთა შორის სულ ცოტა ორი სამხედრო ბაზაა, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებიან, იუწყება პენტაგონი.


 „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა თავი იერიშებზე პასუხისმგებლად. ეს ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიითა და საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა.


გია ხუხაშვილი იმედოვნებს,  რომ კონფლიქტი გლობალურ ხასიათს არ მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ ირან-აშშ-ს დაპირისპირება არ არის (ერაყის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-მ უნდა დატოვოს მისი ტერიტორია და შეზღუდა მათი გადაადგილება, თურქეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ლიბიაში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, სირიაში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს), პრობლემა რეგიონულ ხასიათს იღებს. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ირანის გეოპოლიტიკურმა სიახლოვემ საქართველოსთან ფინანსური კუთხით შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები  და ბუნებრივია მოსალოდნელია ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები.



„მე ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ ნებისმიერ კონფლიქტს ადრე თუ გვიან მოჰყვება დიდი დალაგება და ამ დალაგების პროცესში საკითხავია, სად აღმოჩნდება საქართველო.  რუსეთი  ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ხიდები არ აქვს დამწვარი არცერთი მიმართულებით და არის ძალიან აქტიური ამ რეგიონში.  თუ ნავთობის ექსპორტზე იქნება პრობლემები, აქედან მთავარი სარგებლის მიმიღები რუსეთი გახდება. დიდი გადალაგების პროცესში, რუსეთს ექნება ამბიცია, რომ მას ჰქონდეს წამყვანი როლი და ეს ასეც იქნება.


ამ ეტაპზე კი, მიმდინარე დაპირისპირებაში ჩვენ არ ვართ პირველი წრის რისკის ზონაში.  პირველ წრეში მაინც სხვა ქვეყნები მოიაზრებიან, მაგრამ ეს ირიბი ზეგავლენაც საქართველოსთვის საკმაოდ დრამატული და შემაშფოთებელი შეიძლება იყოს. საქართველოსთვის არსებობს როგორც მოკლევადიანი რისკები, ასევე გრძელვადიანი რისკები, პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. რაც შეეხება მოკლევადიან რისკებს - ეს არის ნავთობზე ფასების ზრდა, უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობა საქართველოში.   ამ ეტაპზე, საკმაოდ აქტიური მიგრაციაა ირანიდან, მათ შორის ფინანსური ნაკადები არაკონტროლირებადია.  საბანკო სისტემის შეზღუდვის პირობებში ირანიდან ნაღდი ფული ტრიალებს საქართველოში და რა ჯგუფები აკონტროლებენ ან ნაკადებს და რა მიზნებზე შეიძლება იყოს ეს ყველაფერი მიმართული.   ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ეს მაინც და მაინც კარგად არ ვიცით. ჩვენი სპეცსამსახურები ჩვენი საუბრების მოსმენით უფრო არიან დაკავებული, ვიდრე სახელმწიფოებრივი რისკების მოგვარებით.“ - ამბობს ხუხაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელა.

 

მომხდარს წინ უძღოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბაღდადის აეროპორტზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად, ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

 

ამასთანავე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ერაყმა ირანისგან „სიტყვიერი შეტყობინება“ მიიღო, მის ტერიტორიაზე დაგეგმილი სარაკეტო დატყმების შესახებ, ეს ყველაფერი კი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ. - ამის შესახებ ერაყის პრემიერმა, ადილ აბდულ მაჰდიმ განაცხადა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up