გია ხუხაშვილი - ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი

გია ხუხაშვილი - ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი

access_time2019-09-03 11:14:24

ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.


ხუხაშვილის თქმით, ჯერ უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგენა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი.


„პროცედურა ცოტა სხვანაირია, წარდგენა უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ როგორც ჩანს, იჩქარეს. ესეც რაღაც ინსტიტუციურ არეულობაზე მეტყველებს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ერთად წარდგენა როგორც წესი, არ ხდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.


როგორც ექსპერტმა აღნიშნა, „ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020წლის არჩევნებამდე მისთვის არის ოპტიმალური“.



„ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, ისე უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის „ნაციონალური მოძრაობა“ . „ნაციონალური მოძრაობა“ არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ . ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ის თვლის, რომ შანსი, რომ ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება „თეთრ სახლში“, ამის იმედი აქვს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.


„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარიაწარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.


გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.



IPN





ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2021-10-27 18:00:34
27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.29 თეთრით 3.1557-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1520 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.62 თეთრით 3.6581-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 2.77 თეთრით 6.6093-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან კი 0.58 თეთრით 1.8554-მდე გაუფასურდა. ლარი 100 რუსულ რუბლთან 3.72 თეთრით 4.4915-მდე, თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3314-მდე, ბრიტანულ ფუნტთან კი 1.28 თეთრით...

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
access_time2021-10-27 17:00:22
მმართველი პარტია თვითმმართველობის აჩევნების მეორე ტურის წინ, დღეს, 27 ოქტომბერს მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. თავისუფლების მოედანზე იმავე ადგილას 2 კვირით ადრე საპროტესტო აქცია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა. ქართულ ოცნებაში ირწმუნებიან, რომ მათი აქცია უფრო მრავალრიცხოვანი იქნება. 2 ოქტომბერს გამართულ თვითმართველობის არჩევნებზე, არაოფიციალურ რეფერენდუმში ქართულმა ოცნებამ 43%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციულ...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-27 21:00:15
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება საქართველოს 1 166 737 მოქალაქე ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემაში მონაწილეობს და მათი ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. საპენსიო ფონდის აქტივები უკვე...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრია პაშა ბანკი
access_time2021-10-27 14:55:47
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, პაშა ბანკს. პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან...

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ლუდის პირველი სპა ცენტრი გაიხსნა
access_time2021-10-27 16:00:27
ქვევრის ლუდის მწარმოებელმა კომპანია „ვარძიამ“, რომელიც პროდუქტს „ქვევრის ლუდის“ ბრენდით აწარმოებს, ასპინძაში დასასვენებელი კომპლექსი გახსნა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანის დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ განუცხადა, კომპლექსი “მელუდის სახლი“, რომელიც თითქმის 2 თვეა გაიხსნა, განთავსებულია როგორც ლუდის სპა ცენტრი, ისე სასტუმრო. მისი განცხადებით, ვიზიტორს შეუძლია როგორც ლუდის აბაზანების მიღება, ისე ლუდის დაგემოვნება და...


მსგავსი სიახლეები

up