გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიონ

გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიონ

access_time2019-03-21 12:40:13

ირაკლი კობახიძის წნეხი, საერთოდ ტრაგიკომედია და პაროდიაა. როგორ წარმოგიდგენიათ კობახიძის წნეხი, ვინ არის კობახიძე?! კობახიძე ხომ სინამდვილეში, პოლიტიკური არარაობაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ამყოფებს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებს წნეხში და იგრძნობა თუ არა ეს წნეხი.


პოლიტოლოგმა მმართველ პარტიაში მაჟორიტარების როლზეც ისაუბრა, რომელთა შორის რამდენიმე 3-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.



„კობახიძე არის უბრალოდ, ინსტრუმენტი რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ძალადობრივი აქტები ტარდება. მოდი, გადავხედოთ ეს რატომ არის ეფექტური?! ეფექტური იმიტომაა, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს დარჩენილები?! ესენი არიან მაჟორიტარები, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ბოლომდე იქნებიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკა ხომ არ არის?! მათი ამოცანაა საკუთარი ბიზნესის „დაკრიშვა“ პარლამენტში ყოფნით და ღილაკზე ხელის დაჭერით. ბოლოს გაირკვა, რომ 3-4 მოწვევის მაჟორიტარები სხედან იქ და თურმე, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ. ესენი არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან იქ. რა არის მეორე სეგმენტი? ესენი არიან უპერსპექტივოები, რომლებიც დიახ, წავიდოდნენ. კობახიძე ძალიან არ უყვართ, დარწმუნებული ვარ პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ, მაგრამ სად წავიდნენ?! მათ პოლიტიკური ფასი ამ ბაზარზე არ აქვთ, ეს ხალხი ვის რაში სჭირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


ipn





ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up