გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

access_time2019-07-17 14:30:22

„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს



პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან „გავრილოვის ღამისა“ და მის შემდგომ განვითრებული მოვლენების შესახებ პირველად ისაუბრა.



რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.



ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება სიმართლესთან ახლოს ვერ იქნება და სამომავლოდ მოსალოდნელია ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება სხვადასხვა მეთოდებით.




„მე ვფიქრობ, რომ უნდა ველოდოთ მათ შორის წინააღმდეგობას, ივანიშვილს ექნება თავისი სპეციფიკური პირობები. იმისათვის, რომ ადამიანს დაელაპარაკო, ჯერ პოზიციები მაქსიმალურად უნდა დაუსუსტო, ეს ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელია,“ - აცხადებს  გია ხუხაშვილი


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, „პროპორციული არჩევნები თავის თავში დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა“. 


რაც შეეხება კოალიციური მთავრობის შესაძლო შექმნის შესახებ კითხვას, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველასთან ითანამშრომლებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.


გია ხუხაშვილის შეფასებით კი  “ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად  სჭირდება “ქართულ ოცნებას“ თავისი მიზნების განსახორციელებლად, რამდენადაც არ ეკომფორტულება მათთან თანამშრომლობა. 


„რაც შეეხება უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში, ეს არარეალურია, მაგრამ აბა სხვას რას იტყოდა.  ის აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ პოტენციურად გამსვლელი პარტიები აიყვანოს კონტროლქვეშ, მაგრამ ეს არ იქნება მისთვის ადვილი გასაკეთებელი, ძალიან გაუჭირდება.


მას სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“,  როგორც ალტერნატიული პოლუსი, რომ ეს ნარატივი სისხლიანი 9 წლის შესახებ მიათრიოს 2020 წლამდე . „ნაციონაურ მოძრაობასთან“ მას უფრო მეტი კომფორტი აქვს, ვიდრე დისკომფორტი იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ . „- აცხადებს ექსპერტი.

 

მარიამ მორგოშია





ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...


მსგავსი სიახლეები

up