გია ხუხაშვილი -„ჩვენი ეკონომიკა ისეა სტრუქტურირებული, რომ  9%-იანი ზრდა ადამიანის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება“

გია ხუხაშვილი -„ჩვენი ეკონომიკა ისეა სტრუქტურირებული, რომ 9%-იანი ზრდა ადამიანის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება“

access_time2019-05-07 09:00:08

„9%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია, თუ მთავარი ბარიერები მოიხსნება, მაგრამ ეს საზოგადოების კეთილდღეობაზე მაინც არ აისახება“,- ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი.


ექსპერტი ქობულიას ეთანხმება იმ ნაწილში, რომ უახლოეს მომავალში 9%-იანი  ზრდა  შესაძლებელია, თუ ხელოვნური და შემაფერხებელი ბარიერები მოიხსნება. თუმცა, დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მოსახლეობის კეთილდღეობაზე მაინც ვერ აისახება და ამით მხოლოდ კონკრეტული პირები ნახავენ სარგებელს. ხუხაშვილის თქმით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მისაღწევად ბევრად უფრო მეტი კომპლექსური და სისტემური რეფორმებია გასატარებელი.


„პირველ რიგში, ხელოვნურ ბარიერებში ვგულისხმობ რამდენიმე ძირითადად ფაქტორს: საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება კონკურენტუნარიანობის და გარკვეული პერიოდი პროტექციონიზმის მიმართულებით. ამის შემდეგ გვექნება ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არაჯანსაღ სტრუქტურაშია. ძალიან მძიმეა იმპორტ-ექსპორტის სალდო, ეს ბალანსი რადიკალურად შესაცვლელია. აღნიშნული სოციალურ რისკებსაც დააზღვევს, ანუ შეიქმნება სამუშაო ადგილები. ასევე მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესის რეალური სტიმულირება, პროცესებიდან ინტერესთა ჯგუფების  ჩამოშორება და ანტიმონოპოლიური ქმედებების გაძლიერება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონოპოლიები დღეს ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს“.

 

ის, რაშიც გიორგი ქობულიას მოსაზრებას ხუხაშვილი არ იზიარებს, ეს 9%-იანი ეკონომიკური ზრდის სარგებლიანობაა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მთავარი პრობლემები (დასაქმება და კეთილდღეობა) მაინც მოუგვარებელი იქნება:


 

„ჩვენი ეკონომიკა ისეა სტრუქტურირებული, რომ  9%-იანი ზრდა ადამიანის კეთილდღეობაზე ნაკლებად აისახება. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მაცივრებს გაავსებს. კეთილდღეობა კონვერტირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ გაზრდილი შემოსავლის სახით მიდის ადამიანამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს 9%-იანი ეკონომიკური ზრდაც საპნის ბუშტივით გაიბერება ეკონომიკის სახით“,- ამბობს გია ხუხაშვილი.


შეგახსენებთ, როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „Forbes-ის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა,  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაორმაგება სავსებით შესაძლებელია:


„“თუ მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს და ჩვენი ძალისხმევის მობილიზაციას მოვახდენთ, შეგვიძლია 7%-დან 9%-მდე გავზარდოთ  ეკონომიკური მაჩვენებელი...მაღალი ზრდის მიღწევა მხოლოდ მართვის სისტემის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი, რაც რიგი სისტემური გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს“.




სალომე ლემონჯავა





m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up