გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

access_time2019-02-18 21:00:16

„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს.


„ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ  საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. ისინი გამოვიდნენ კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა სრულად გამჭვირვალედ წარმართონ პროცესი, რაც ჩემი აზრით, ძალიან კარგია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.


მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტზე და იმაზე, რომ დღეს განვითარებული მოვლენები აღარ ეხება მხოლოდ „თიბისის“ და კონკრეტულ ადამიანებს, არამედ საქართველოს მომავალს,  გია ხუხაშვილმა ასე შეაფასა: 


„გამომდინარე იქედან, რომ ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი სისტემური პროექტია ქვეყნისთვის და თვითონ თიბისი ბანკიც სისტემური ბანკია, რომელზეც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობაა დამოკიდებული, ამ ნათქვამს აქვს საფუძველი, მე არ დამინახავს პირადი ამბიციები, დავინახე ის შედეგები, რაც შეიძლება განვითარებულ მოვლენებს მოჰყვეს. ანაკლიის პორტის პროექტს უკვე მიადგა სერიოზული ზიანი. პროექტი იმ ეტაზეა უკვე, როცა სერიოზული დაფინანსება უნდა წამოვიდეს. ბუნებრივია, ასეთი პროცესები ხელს უშლის ამ ფინანსური პაკეტის შეკვრას.  არ შეიძლება ეს არ ცოდნოდათ ხელისუფლებაში. სადაც 11 წელი მოიცადეს შეეძლოთ, ზაფხულამდეც მოეცადათ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.



მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან შეფერხება არ აქვს. პოლიტოლოგის თვლის, რომ შესაძლებელია ხელისუფლებასთან დაახლოებული გარკვეული ჯგუფი მოქმედებს და არა მთლიანად კონსოლიდირებული ხელისუფლება.

 

„აქ იყო კორექტულობა დაცული ეკონომიკურ ასპექტში და თავისი ვალდებულებების ნაწილში. ხელისუფლება ასრულებს თავის მოვალეობას იგივე ინფრასტრუქტურის მიყვანის კუთხით. საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი წყალში იყრება, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს, მე ამ ვარიანტს ვერ გამოვრიცხავ“, განმარტავს გია ხუხაშვილი.


ბაჩო ადამია

 






ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა

ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი თუ მავნებლობა: სახელმწიფო საწარმოების ზარალმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა
access_time2019-03-19 13:00:33
„სახელმწიფო სახელმწიფოში“ - ასე შეიძლება აღვწეროთ მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით დღეს ყველაზე ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული, საუბარია ასობით სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთა ბრუნვაც 2017 წლის მდგომარეობით 3 მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო მათში დასაქმებული ადამიანების მთლიანი რაოდენობა 61 ათასს აღემატება.”  Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე საავტორო...

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„

„ქეი ბი ფი თბილისმა“ წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“  გაიხსნის ვალდებულების გადავადება მოითხოვა - ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტება „კომერსანტს„
access_time2019-03-19 12:00:48
წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა  გადაიდო - ამის შესახებ „კომერსანტს“  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, პროექტის ინვესტორმა კომპანია შპს „ქეი ბი ფი თბილისმა“ 2018 წლის აგვისტოში განცხადებით მიმართა სააგენტოს, სადაც ითხოვდა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ კი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის მქონე არანაკლებ 100 -ნომრიანი სასტუმროს 3 წლის ვადაში აშენების ვალდებულების, 2021 წლის...

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია

არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ზრდის ტრენდი თამბაქოზე დაწესებული გაუაზრებელი გადასახადების შედეგია
access_time2019-03-19 10:00:33
2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა - ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირადღირებული სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება, აქციზის მატებამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მტკიცებით, გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.   ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ თამბაქოს გაძვირება...

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„
access_time2019-03-19 09:00:03
თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა.  “კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა...

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“

საქართველოს ეკონომიკა ჭაობშია - ჯაფარას ინტერვიუ „კომერსანტზე“
access_time2019-03-18 21:30:35
სალომე ლემონჯავას რუბრიკის „დე-მონტაჟი“ პირველი სტუმარი პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძეა. რუბრიკის პირველ შეკითხვაზე - როგორ მოგმართოთ ბატონო ზურაბ, ზურაბ-გირჩი თუ ჯაფარა, რესპოდენტმა არჩევანი ბოლო...


მსგავსი სიახლეები

up