გია ვოლსკის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მისი პოზიციების ცვლილებას არ ელოდება

გია ვოლსკის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მისი პოზიციების ცვლილებას არ ელოდება

access_time2019-11-12 23:11:49

პროპორციულ სისტემას რის გამოც ვუჭერთ მხარს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ეფუძნება იმ პოზიციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევაჯერეთ და არა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის მოსაზრება გადმოგვიგდო, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.



ვოლსკის თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციების ცვლილებას არ ელოდება.



„ყველა საკითხი, რაზეც ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მეც და სხვებმა, მნიშვნელოვანწილად ეფუძნება იმ პოზიციებს,რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევაჯერეთ და არა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის მოსაზრება გადმოგვიგდო,როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. მე ბიძინა ივანიშვილის პოზიციის ცვლილებას არ ველოდები და ვფიქრობ, ის დეზინფორმაცია, რაც თქვენამდე არის მოტანილი, რომ ბიძინა ივანიშვილი განაპირობებს აქ საკითხების საბოლოო ვერსიას და არ აქვს წინასწარი კონსტულტაციები, ეს ასე არ არის“, -განაცხადა ვოლსკიმ.




რაც შეეხება უმრავლესობის წევრების განსხვავებულ პოზიციას საარჩევნო სისტემაზე და კანონპროექტზე, ვოლსკის განცხადებით, ის კოლეგების აზრს პატივს სცემს.



„ზეწოლა ცოტა გადაჭარბებულია, მე უმრავლესობის ლიდერი ვარ და პატივს ვცემ ჩემი კოლეგების აზრს, რომლებიც შეიძლება არ მეთანხმებიან. უნდა გამოგიტყდეთ, რომ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ მყარი იყო პოზიცია და 92 ხელმოწერაც ის რეალობაა ,რაც გვაქვს. ამის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა სიტუაცია კიდევ ვერ შეარყია. უკვე გუშინ, გუშინწინაც ვიცოდი,რომ განსხვავებული აზრები არსებობდა,მაგრამ დღევანდელმა ყოველგვარ ზღვარგადასულმა ხეპრეობამ, უზრდელობამ ეს რეალობა წარმოშვა. ვფიქრობ , რომ უმრავლესობის შეხვედრა ამ საკითხზე მნიშვნელოვანი იქნება, იმდენად, რამდენადაც ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება, რომ უმრავლესობის ნაცვლად ჩვენ შევავსოთ ხმები უმცირესობის იმ წარმომადგენლებით, რომლებიც ესოდენ მწარე და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს აყენებენ“,-განაცხადა ვოლსკიმ.



IPN.GE



თეგები:
გია ვოლსკი



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up