გია ვოლსკი - უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება არა ქართველი, არამედ უკრაინელი ხალხისთვის

გია ვოლსკი - უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება არა ქართველი, არამედ უკრაინელი ხალხისთვის

access_time2020-04-29 22:00:44

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სილის გაწვნა იქნება უკრაინელი ხალხისთვის და არა – ქართველი ხალხისთვის.

 

გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ საქმიანობასა და წარსულზე უკრაინული ტელევიზია „112“-ის პოლიტიკურ ტოკშოუში „პულსი“ ისაუბრა.

 

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რა ფორმა ექნება ქართული მხარის პროტესტს, მაგრამ ზუსტად იცის, თუ რა ელოდება უკრაინას აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში.

 


„თქვენ ამით შენელებული მოქმედების ნაღმს დებთ. ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. სააკაშვილის დანიშვნა არ იქნება სილის გაწვნა ქართველის ხალხისთვის, ეს იქნება სილა უკრაინელი ხალხისთვის. ეს ადამიანი გასამართლებულია ორი მძიმე დანაშაულისთვის – კორუფციისთვის და საქმე საკმაოდ დიდი თანხის მითვისებასა და ხარჯვას ეხება; მეორე საქმე არის ბანდიტური თავდასხმის ორგანიზება, სპეცდანიშნულების რაზმის, როგორც თავდამსხმელი ჯგუფის გამოყენებით და ადამიანის სასიკვდილოდ ცემა. ამის შედეგად, პარლამენტის წევრს, ვალერი გელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და პრაქტიკულად, შემთხვევით გადარჩა. სააკაშვილის მმართველობის მეთოდებისა, რომელსაც რატომღაც რეფორმატორული ერქვა და ასევე სხვა საკითხების გამო გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრის გამოთქმებიც სწორედ ამას შეეხებოდა, რაში სჭირდება უკრაინას და მის ახლანდელ ხელისუფლებას ასეთი ადამიანის ჩართვა, ადამიანის, რომელიც არათუ გასამართლებულია, არამედ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ის პირადად მონაწილეობდა გირგვლიანის მკვლელების დაფარვაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ამასთან, ვოლსკიმ გადაცემაში აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტები უკრაინის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს.

 

„ხომ არ გააუარესებს ეს ურთიერთობებს და საჭიროა თუ არა სტრატეგიულმა მოკავშირემ, უკრაინამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება ამ ყველა ფაქტის მიუხედავად? არ ვსაუბრობ, როგორც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოპონენტი, რომლის სათავეშიც სააკაშვილია დღემდე, ვსაუბრობ ფაქტებზე, რომლებიც უნდა იცოდეს უკრაინის ხელისუფლებამ და ამის მიუხედავად, ასეთი გადაწყვეტილების არათუ მიღება, საკითხის ასე დასმაც კი ეჭვისა და კითხვის ქვეშ აყენებს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

 

წყარო: პირველი არხი


თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up