გია ვოლსკი - თაბორის ქედზე 400 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა შენდება, ტერიტორიის 95 პროცენტზე მეტი გამწვანებული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის

გია ვოლსკი - თაბორის ქედზე 400 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა შენდება, ტერიტორიის 95 პროცენტზე მეტი გამწვანებული იქნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის

access_time2019-03-25 23:45:11

თაბორის ქედზე 400 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა შენდება, ტერიტორიის 95 პროცენტზე მეტი გამწვანებული იქნება, მთელი ეს ფართობი ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ფეისბუქზე“ წერს.

 

მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა.

 

„ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა აგრესიული საინფორმაციო კამპანია თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ, მთავარი ლოზუნგით – ბიძინა ივანიშვილი ბუნებას ანადგურებს.

 

რეალურად რა ხდება:

 


თაბორის ქედზე 400 000 (ოთხასი ათასი) კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონა შენდება. მთლიანი ტერიტორიის 95 პროცენტზე მეტი იქნება სრულად გამწვანებული, ამ სივრცეში მოეწყობა გოლფის მოედნები, ხელოვნური ტბა და ჩოგბურთის მოედნები.

 

2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია რვა ათასამდე ხე-მცენარე. ჯამში თაბორის ტერიტორიაზე თორმეტი ათასამდე ხე-მცენარე დაირგვება. ყველა ხეს აქვს თავისი ირიგაციის სისტემა. ხეების შესყიდვის ღირებულება შეადგენს რვაას ორმოცდაათი ათას ლარს, დარგვასა და მოვლა-პატრონობისათვის გადახდილი თანხა შეადგენს ორასი ათასამდე ლარს, ხოლო ხეების დასარგავად მიწის შესყიდვის თანხა ორასოცი ათას ლარს აჭარბებს.

 

მთელი ეს ფართობი ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. რასაკვირველია ტურისტებიც ბევრნი იქნებიან, მათთვის 180 ნომრიანი სასტუმროა გათვალისწინებული, აქვე იქნება ორი საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დასრულდება 2020 წელს“, – წერს გია ვოლსკი.

 

მისივე თქმით, სამუშაოებს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს, ამჟამად ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

 

„პროექტები ვითარდება ქ. თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდებულთა რაოდენობა 5000 ადამიანზე მეტია, დაახლოებით ამდენივე იქნება დასაქმებულთა რაოდენობა კომპლექსების ამოქმედების შემდეგ“, – წერს გია ვოლსკი.



თეგები:
გია ვოლსკი



კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...


მსგავსი სიახლეები

up