გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ -  რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ?

გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ - რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ?

access_time2019-11-12 20:57:35

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს სთავაზობს, კანონპროექტის მომხსენებელმა დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცეს და პირდაპირ კენჭისყრა გაიმართოს. აღნიშნულ შემოთავაზებას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წარმომადგენლები.

 

„აქ სათამაშოდ არ ვართ. კითხვები დაისვა იმისთვის რომ მივიღოთ პასუხები. ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გთხოვთ, უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და შევთანხმდეთ ქვეყნის სწორ განვითარებაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კოლეგებს ხვალ დილით უმრავლესობის სხდომის ჩატარება შესთავაზა.

 


„არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ კენჭი ვუყაროთ და ან ერთი აზრი გავიდეს, ან მეორე. გთავაზობთ, ხვალ დილით უმრავლესობის სხდომა შევკრიბოთ და ვილაპარაკოთ. რომ მოხდეს ისე, რომ ის ხალხი მეტი აღმოჩნდეს, ვინც წინააღმდეგია, მერე რა ვქნათ?“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ხვალ პლენარული სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში 12:00 საათზე დაიწყება. მან უმრავლესობის წევრებს სთხოვა, შეხვედრა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე უზრუნველყონ.

 

„მეგობრებო, ხვალ 12 საათზე ჩვენ გვაქვს პლენარული სხდომა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საარჩევნო რეფორმის გარდა, გველოდებიან ჩვენი მოქალაქეები, სახელმწიფო, ქვეყანა. არის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვა და ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს ვადებში. შესაბამისად, ხვალ სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში 12:00 საათზე განახლდება. თუ უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მიზანშეწონილად მიიჩნევთ, გთხოვთ, რომ ეს უზრუნველყოთ სხდომის დაწყებამდე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ipn.ge

თეგები:
გია ვოლსკი



კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up