გია ვოლსკი - საგარეო კურსი უცვლელია და შესრულებული ვალდებულებები ვერ წაიშლება იმ ჩამონათვალიდან, რაც საქართველომ წარმატებით განახორციელა

გია ვოლსკი - საგარეო კურსი უცვლელია და შესრულებული ვალდებულებები ვერ წაიშლება იმ ჩამონათვალიდან, რაც საქართველომ წარმატებით განახორციელა

access_time2020-02-13 22:30:27

რეზოლუციის მიღება იმ დამატებებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, არათუ არ ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას, არამედ არსებულ ფორმატში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების თემა შემოაქვთ, რაზეც მიუთითა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომლითაც სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, დოკუმენტში შიდა საკითხები მოხვედრილიყო, მათ შორის საუბარი იყო გიგი უგულავას საქმეზეც.

გია ვოლსკის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი დამატება მხარდაჭერილი არ იყო.

„ოპოზიცია იმასაც ეცადა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ყოფილიყო საუბარი. ეს არის საბოტაჟი და უფრო მეტიც. ისეთი თემა შემოიტანეს, რომელიც შიდა საკითხებს ეხება, გიგი უგულავას საკითხზეც იყო საუბარი. ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ შემოტანილი არც ერთი დამატება ან ცვლილება არ ყოფილა მიღებული, ყველა ჩავარდა, მათ შორის წინა საპარლამენტო პერიოდის განმავლობაში. ევროპარლამენტართა პოზიციებში სხვაობა არსებობს.ზოგი ამბობს, რომ შიდა თემა რეზოლუციაში შემოსატანი არ არის, ვინაიდან საქართველო ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას. მით უმეტეს, რომ ინტენსიურად განიხილება ევროპარლამენტართა კომისიის მოვლინების საკითხი. ექვსი ხუთის წინააღმდეგ გადაწყდა, რომ რეზოლუცია არ იქნება მიღებული. იმის მტკიცება, თითქოს, ევროპარლამენტარები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქეთ არიან და იქეთ მხოლოდ „ქართული ოცნება“, არის არა მხოლოდ საბოტაჟი, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს მიუთითებს იმ ისტერიკაზე, რაც დღევანდელ მოცემულობას ახასიათებს. რეზოლუციის მიღება იმ დამატებებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, არათუ არ ასახავს საქართველოში შექმნილ ვითარებას, არამედ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების თემა შემოაქვთ არსებულ ფორმატში, რაზეც მიუთითა ევროპარლამენტართა თავმჯდომარემ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.


ვოლსკი ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია და საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებული ვალდებულებები ასეთი ჩამონათვალიდან ვერ გაქრება.

„საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, ვალდებულებები, რომელიც შესრულებულია, ვერ წაიშლება იმ ჩამონათვალიდან, რომელიც საქართველოს წარმატებით აქვს განხორციელებული“ ,- განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

1tv.ge


თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up