გია ვოლსკი - ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს გახარიას - მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტებია, როცა პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს

გია ვოლსკი - ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს გახარიას - მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტებია, როცა პრემიერი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს

access_time2021-04-16 16:40:00

ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემს თვალში გიორგი გახარიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის პრინციპულ პერიოდში გახარია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა.


“საერთოდ ანგარიშგასაწევია ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში, საზოგადოებაში ხდება ზოგადად და არა მარტო პოლიტიკურ ველზე. რასაკვირველია, მან უნდა გასცეს პასუხი უამრავ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. რასაკვირველია, პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემებს, რაც უკავშირდება მის გასვლას გუნდიდან, შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და იტყვის რამდენად ანგარიშგასაწევია. ჩემი აზრით და მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც დაანონსა ეს მელიამ. აქედან გამომდინარე ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.


კითხვაზე, თუ გახარიას თანაგუნდელები - უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, მართლაც მოითხოვენ მანდატების გაუქმებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, ვოლსკი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ განუხილავთ და ასეთ შემთხვევაში, ის განხილული უნდა იყოს როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე.



„ამას კითხვა-ხაფანგი ჰქვია, თუ ამას დაუჭერთ მხარს, მაშინ იმას რატომ არ უჭერთ და ა.შ. რეალურად არის საკითხები, რომელიც ეხება რეგლამენტს და არის საკითხები, რაც ეხება მორალურ დამოკიდებულებას. ამ საკითხებზე იყო განცხადება, ჩვენ ამაზე არც გვიმსჯელია, ვინაიდან ეს სათუო თემაა. ადამიანები ვართ ყველა და ერთ ზომაზე მოჭრილი არც აზროვნება გვაქვს და არც ემოციური დამოკიდებულება საკითხების მიმართ. აქედან გამომდინარე, სანამ არ იქნება ამაზე მსჯელობა, მე არ ვარ ორიენტირებული, რომ ემოციური პასუხები გაგცეთ. თუ დადგა ეს საკითხი, პოლიტსაბჭო და უმრავლესობაც განიხილავს და აწონ- დაწონის, რომელი გადაწყვეტილებაა უკეთესი,“ - განაცხადა ვოლსკიმ.



IPN.GE




თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up