გია ვოლსკი - ოპონენტები მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც საზოგადოებამ შეუკვეთა

გია ვოლსკი - ოპონენტები მზად არ არიან მოლაპარაკებებისთვის საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც საზოგადოებამ შეუკვეთა

access_time2020-12-21 21:00:00

მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს საგანგებო მნიშვნელობა აქვს.

„საკმაოდ რთული თემაა, რადგან ჩვენი ოპონენტები არ არიან მზად მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც შეუკვეთა საზოგადოებამ, რისთვისაც ჩატარდა არჩევნები და რისთვისაც ხმა მიიღეს. მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის გაჭიანურებას. ვფიქრობ, მაინც საგანგებო მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, მოლაპარაკების მაგიდასთან პოზიციების დაფიქსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით ვინც ხელშემწყობი ფუნქციით გამოდის“. - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მანდატების გაუქმებას, როგორც ვოლსკი ამბობს, პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს და საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა, თებერვლამდე ვერ მოხდეს.


„ასეც რომ იყოს - ოპოზიციას დროს აძლევდნენ თუნდაც თებერვლამდე, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის, პირიქით მისასალმებელია, მით უმეტეს თუ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, პროცედურები ითხოვს განსაკუთრებული საკითხების განხილვას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თებერვლამდე იმ საკითხების გადაწყვეტას, რასაც ჰქვია მანდატის გაუქმება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები საპროცედურო კომიტეტის გადაეცემა, რომელიც ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღის ვადაში ამზადებს შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭიწყრაზე გავა.

ამასთან, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მანდატის დათმობაზე განცხადებები დაწერეს უფლება აქვთ, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვონ პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელონ თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

IPN.GE

თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up