გია ვოლსკი - ნათია თურნავა აკეთებს საკმაოდ ხმამაღალ და დაუფარავ განცხადებებს  მან გეგმებიც უნდა გაგვაცნოს

გია ვოლსკი - ნათია თურნავა აკეთებს საკმაოდ ხმამაღალ და დაუფარავ განცხადებებს მან გეგმებიც უნდა გაგვაცნოს

access_time2019-05-30 23:21:20

აშკარა იყო, რომ შეცდომა იყო დაშვებული და ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებების პროცესმაც ამ შეცდომას გარკვეულწილად შეუწყო ხელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.


როგორც ვოლსკიმ ანაკლიის პორტზე საუბრისას აღნიშნა, ეს პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების გარანტიაა.


აშკარა იყო, რომ შეცდომა იყო დაშვებული და ვფიქობ, რომ საკადრო ცვლილებების პროცესმაც ამ შეცდომას გარკვეულწილად შეუწყო ხელი, მაგრამ რეალური არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკური სახის დოკუმენტზე, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ პოლიტიკური და ეკონომიკურ ინტერესს, რომელიც ქვეყანას და ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს გააჩნია ანაკლიის მიმართ. ეს არის გარანტია ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების და მეტი ქვეყნების დაინტერესება ჩანს ანაკლიის პორტის მხარდაჭერაში. უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ. ასე რომ, ჩვენთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი, - განაცხადა ვოლსკიმ.



კითხვაზე, ხედავს თუ არა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ნათია თურნავას პარლამენტში დაბარების აუცილებლობას, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ გადასახედია, არსებობს თუ არა რეგლამენტით ამის შესაძლებლობა, თუმცა ამის აუცილებლობას ხედავს.


რეგლამენტს უნდა გადავხედოთ. რეგლამენტის მიხედვით, უნდა იმოქმედოს ყველა მინისტრმა, თუმცა არ ვიცი, რეგლამენტის მიხედვით დარჩა თუ არა ეს შესაძლებლობა ამ საგაზაფხულო სესიაზე. მე ვფიქრობ, ნათია თურნავა აკეთებს საკმაოდ ხმამაღალ და დაუფარავ განცხადებებს და თავის გეგმების შესახებაც უნდა მოგვიყვეს , - აღნიშნა ვოლსკიმ.


ipn


თეგები:
გია ვოლსკი



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up