გია ვოლსკი - მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ - არა

გია ვოლსკი - მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ - არა

access_time2019-09-22 13:49:56

სექტა კლანის წევრობას აბრალებს, თუ კლანი არსებობს და სექტას სექტობას აბრალებს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, რომელიც ფერმკრთალდება იმ რეალობასთან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალური განხილვაზე განაცხადა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, სექტაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობს.

 

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ ყველა მწვავე შეკითხვა უნდა დაისვას და ამ გზით გაირკვეს, ვინ იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას.

 

„არსებობს მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩვენი შეკითხვებით, მათ შორის მწვავე შეკითხვებით უნდა გავარკვიოთ, ვინ იმსახურებს მხარდაჭერას და ვინ არა. სექტა განცხადებებს აკეთებს, „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ რასაკვირველია. როდის გვახსოვს ან გამჭირვალე გამოკითხვები ჰქონოდეთ ზუსტად იმ წევრების, რომლებიც დღეს სასამართლოში არიან. ზუსტად ის ხალხია, რომელზეც ეგენი მაინც უნდა გაჩერდნენ და ხმა არ ამოიღონ, რადგან ეს არის რეალობა, რომელიც დაგვრჩა და რომელიც არაკონსტიტუციური გზით ვერ შეიცვლება. ასე რომ, მწვავე შეკითხვებიც იქნება და წინასწარ შეფასებების მიცემა არ მგონია სწორი იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას ორშაბათიდან იწყებს.

1tv

თეგები:
გია ვოლსკი



„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up