გია ვოლსკი - მოლაპარაკებები უნდა შედგეს - არ არსებობს, რომ ვერ შედგეს

გია ვოლსკი - მოლაპარაკებები უნდა შედგეს - არ არსებობს, რომ ვერ შედგეს

access_time2021-02-23 11:20:00

მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.


ვოლსკი არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი კანონი მოითხოვს, ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს.


რაც შეეხება ოპოზიციას და მოლაპარაკებებს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მხოლოდ დესტაბილიზაცია სურს და არავინ ამბობს, რომ რეალობა რთული არ არის, თუმცა იმედს იტოვებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.



„თუკი კანონი მოითხოვს, კანონი უნდა აღსრულდეს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვუყურებთ საქართველოში შექმნილ სიტუაციას, რომელიც არ შეიძლება ცალკე იყოს განხილული. ურთულესი პროცესები მიდის რეგიონში. დესტაბილიზაცია არის ერთადერთი, რასაც გვთავაზობენ ოპონენტები, სხვას არაფერს. არავის უთქვამს, რომ ვითარება რთული არ არის და არც მე ვიტყვი. რეალურია ის, რასაც საზოგადოების მოთხოვნა ჰქვია, რომელმაც გამოხატა არჩევნებისას და მისი შედეგები უნდა აღსრულდეს. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, მაშინ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია და მე არ უნდა ვიყო ვალდებული, დავუჯერო გუბაზ სანიკიძეს, შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძეს და ჩავატარო ახალი არჩევნები, თუკი ამის სამართლებრივი საფუძველი არ გამაჩნია. ეს არის პრიმიტიული ფორმულა და ამის იქით არ გვეგულება სხვა ფორმულა, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, თუ საერთაშორისო პარტნიორებს.


მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს. მე ასე არ მგონია, რომ ყველას ერთ საცივში აქვს თავი ჩაყოფილი. უმეორებენ - „თქვენ საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი“ და მიშა სააკაშვილის ფაქტორი არის გადამწყვეტი. თუკი საცივიდან მართლა ვიღაცას თავის ამოყოფა სურს, გაიხედ - გამოიხედოს, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში და აქედან მიიღოს გადაწყვეტილება. მე უფლებას ვიტოვებ, რომ იმედი მქონდეს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.


IPN.GE




თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up