გია ვოლსკი - მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ

გია ვოლსკი - მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ

access_time2019-12-20 17:49:01

მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული სისტემა, რომელიც არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.



მისივე თქმით, მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაგრძელდება.



„დიდი ხანია, ამ თემაზე ლაპარაკი მიდის, მაგრამ არის ერთი მთავარი საკითხი, როდესაც ვთავაზობთ 100 მანდატს პროპორციულს და 50 მანდატს მაჟორიტარულს, ეს თემა არის იმის შედეგი, რომ 2003 წლის რეფერენდუმი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიების უკან არსებობს საზოგადოება, ხალხი, თუ მოიგებენ მოიგონ მაჟორიტარულში, პიროვნულადაც წინ არიან, რეიტინგიც მეტი აქვთ. მოგების პატიოსან გზას ვთავაზობთ, გარდა ამისა, არსებობს ოდირის და ეუთო-ს წინადადებები, როგორ გახდეს ეს საარჩევნო სისტემა უფრო დახვეწილი და უფრო სამართლიანი. როდესაც ვამბობთ, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვექნება შეხვედრები, დღეს ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო აგვეხსნა ჩვენი პოზიცია, თუ რას ვთავაზობთ, მაგრამ უნდობლობის ხარისხი, რომელიც გაგვაჩნია, არც იმას უწყობს ხელს, რომ დღეს წარმატებით დაგვემთავრებინა მოლაპარაკებები. მართალი გითხრათ, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს უმრავლესობას და კოალიციურ პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს. იქ აცხადებენ ერთმანეთის მიმართაც, რომ არ აქვთ ნდობა და კოალიციის შექმნის პერსპექტივა, ამით ქვეყანა დაზიანდება თუ მთავრობა არ შეიქმნება. ესენი გვეუბნებიან, აგერ გიგა ბოკერია ამბობს, რომ ჩვენ მოვიგებთ, მაგრამ იცით, ჭარბი ძალა არ სდომებიათ თურმე. ეს ცინიზმია, მაგრამ კი ბატონო, თუ მაგ ლოგიკას მივყვებით, ჭარბი ძალა არავის არ გვექნება. ასი ორმოცდაათზე – არის ყველაზე სამართლიანი, რაც შეიძლება ვნახოთ. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ეს სქემა მნიშვნელოვანწილად ასუსტებს მათ პოზიციას 2024 და შემდგომ პერიოდშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.



ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.



1tv.ge



თეგები:
გია ვოლსკი



შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up