გია ვოლსკი: მცირე და საშუალო ბიზნესს ბევრი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ხვდება

გია ვოლსკი: მცირე და საშუალო ბიზნესს ბევრი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ხვდება

person access_time2016-06-02 11:30:48

ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისთან


-    ეთანხმებით თუ არა ყოფილი პრემიერის შეფასებებს, რაც ღია წერილშია დაფიქსირებული.  რა გაკეთდა და რისი გაკეთება ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ" 4 წლის განმავლობაში?


-  ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულ შეფასებებში, მთავარი რაც მომავალი პერიოდის ანალიზის წინაპირობას იძლევა, არის შეფასება იმ მემკვიდრეობისა, რაც მივიღეთ. ეს იყო  გაუსაძლისი მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და სერიოზული ჩამორჩენა დასაქმების სფეროში, სერიოზული პრობლემები, რაც ადამიანების გაღატაკებას განაპირობებდა, აბსოლუტურად  არაეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. ხდებოდა ქონების დაგირავება,  სახლების გაყიდვა, სიცოცხლის გადასარჩენად  თუ უსაფუძვლო, უკანონო პოლიტიკური დევნის თავიდან ასაცილებლად.  კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებდა იმას, რომ საზოგადოებაში მყარად არ ჩამოყალიბდა დასაქმების ზრდის ტენდენცია, რაც მოცემულ სიტუაციაში სამომავლო გეგმებშიც კარგად არის ჩამოყალიბებული. ბიძინა ივანიშვილს  არსებული ვითარება არამარტო თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, არამედ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების და კვლევების საფუძველზე აქვს შეფასებული.


-  წერილში საუბარი არის დაპირებებზეც, რომლებიც გასცა „ქართულმა ოცნებამ". ყველა ეს დაპირებაშეასრულეთ? 


-  მე მაინც ვფიქრობ, რომ ღია წერილის გამოქვეყნების ერთ-ერთი იდეა იყო, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ინფორმაცია არა მხოლოდ ხედვების, არამედ რეალური მიღწევების თაობაზე.   მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პრობლემები მოგვარებულია, თუმცა აშკარაა, რომ ტენდენციები არის ვითარების გაუმჯობესებისკენ ნებისმიერ სფეროში, ჰუმანიტარული, ეკონომიკის თუ ადამიანის უფლებების სფეროში. ასევე  შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ დაპირებების რეალიზაციამ პრობლემების აღმოფხვრა შეძლო. მოხდა ბიზნესის განთავისუფლება, ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატება. ბიზნეს სექტორში  დასაქმებულთა რაოდენობა აშკარად გაიზარდა,  თუმცა დაუსაქმებელი  ხალხის რაოდენობა, რაც წლების განმავლობაში მოყვება საქართველოს, არ წარმოშობს წინაპირობას, რომ კონკრეტული ადამიანები კმაყოფილები იყვნენ არსებული მდგომარეობით. მაგრამ მათთვის შანსი, რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, გაცილებით მეტია და რეალურია. 



მსოფლიოში არავინ ელოდა შეიარაღებულ დაპირისპირებებს, რომლებიც მოხდა. არავინ ელოდა, რომ ასეთი გაქანება ექნებოდა მათ და ასეთ დარტყმებს მიაყენებდა ეროვნულ ვალუტებს. საუბარი არ არის მარტო საქართველოზე.


საკმაოდ მდიდარი რესურსების მქონე ქვეყნებში, ერთი პერიოდი სავალუტო ჯიხურებიც კი დაიხურა.  ასე რომ, ტენდენციები დამაიმედებელია, ანალიზი სწორია და ემყარება რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს.


-     რა არის მთავარი გამოწვევა, რასაც ვერ გაართვა თავი „ქართულმა ოცნებამ"  ეკონომიკური კუთხით?  თუნდაც ლარის გაუფასურების პროცესს  რამდენად მომზადებული შეხვდა მთავრობა?

 

-   ეროვნული ვალუტის კურსის გადარჩენა იმ პერიოდში ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო და სერიოზული ზიანი მიადგა ეკონომიკებს. ეს არ არის დამამშვიდებელი კონკრეტული ოჯახებისთვის. მთავარ პრობლემად რჩება ერთი რამ. მაგალითისთვის:  უნდა ვაღიაროთ, ადამიანები,  საკუთრების გაფორმებაზე ან შეძენაზე, ან გარკვეული დაბალი ანაზღაურებადი სამუშაოს მიღებაზე უარს ამბობენ იმ მოტივით,  რომ დაეკარგებათ სოციალური დახმარება, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახისთვის.  ვფიქრობ, სახელმწიფოს მეტი უნდა მოეხერხებინა, რომ  ადამიანებს ასეთი შიშები არ ჰქონოდათ, რომ 400–ლარიანი ხელფასით ოჯახს შეუწყდებოდა სოციალური დახმარება. 


თვითონ ამ დახმარების მომხრე ვარ.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 800 ათასიანი პენსიონერთა  არმია ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ საპენსიო  რეფორმა.  უნდა შეიქმნას რეალური საპენსიო ფონდი და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით გვიან დაიწყო აქტივობები, ამ მიმართულებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა. რაც შეეხება ბიზნესის სფეროს, ვფიქრობ კვირიკაშვილის ინიციატივები  საკმაოდ პოზიტიურად აღიქვა ბიზნესმა. ახალი ინიციატივები კარგია, მაგრამ რეალურად მცირე და  საშუალო ბიზნესს  ბევრი ბიუროკრატიული წინააღმდეგობა ხვდება, რათა სწრაფად განვითარდეს, თუმცა დამაიმედებელია, რასაც მომავალი სურათი გვეუბნება.


 




ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა
access_time2021-01-18 15:10:31
„ნიკორა“ - საქართველოში სასურსათო მაღაზიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ქსელია.ბოლო 10 წლის მანძილზე მისი ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და 330-ს მიაღწია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.საიტი EastFruit „ნიკორა ტრეიდის“ დირექტორს დავით ურუშაძეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზოგადად ქსელურ ვაჭრობაზე და კერძოდ „ნიკორაზე“?კორონავირუსთან დაკავშირებულმა...

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს

მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის გეგმას 2 დღეში წარადგენს
access_time2021-01-18 14:15:52
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა 1-ლი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის ეტაპობრივი გეგმა უნდა წარადგინონ. „დღეს საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი. პრემიერისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ამ 2 დღის განმავლობაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა უნდა შეიმუშაონ. პრინციპში, მისი მონახაზები უკევ არსებობს. ერთბაშად არ უნდა გაიხსნას და...

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...


მსგავსი სიახლეები

up