გია ვოლსკი - ერთ მხარეს დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“

გია ვოლსკი - ერთ მხარეს დარჩნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“

access_time2021-04-05 23:40:00

არ დარჩენილა არც ერთი კვლევა, მათ შორის არც მათ მიერ დაფასებული ორგანიზაციები, სადაც ხალხი პირდაპირ არ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა ვიდავოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.


აღნიშნული კომენტარით ვოლსკი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.


„ესენი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მონაცემებს ყველაზე მეტად ეყრდნობა „ნაციონალური მოძრაობა“ და პროპაგანდის გარკვეულ ფორმასაც წარმოადგენს მათი ციფრების წარმოჩენა. არ დარჩენილა არც ერთი კვლევა, მათ შორის არც მათ მიერ დაფასებული ორგანიზაციები, სადაც ხალხი პირდაპირ არ ეუბნება ოპოზიციას, რომ პარლამენტშია ის ადგილი, სადაც უნდა ვიდავოთ.


გარდა ამისა, არა მარტო „აიარაი“ და „ენდიაი“, ერთ მხარეს დარჩა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, არათუ არ გაყალბებულა, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდა, მეორე მხარეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ბრიუსელში და ვაშინგტონში სხვა პოზიცია აქვთ ამასთან დაკავშირებით, სხვა პოზიცია აქვთ კახეთის გზატკეცილზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, ვოლსკი ფიქრობს, რომ არჩევნების წინ რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება.



„რაც შეეხება წინასაარჩევნოდ რეიტინგს, რთულად მისაღწევია ზუსტი ინფორმაციის მიღება. მე ვფიქრობ, ამ ურთულესი მდგომარეობის მიუხედავად, ხალხი მაინც არ ხედავს გამოსავალს სადისტური პარტიის გამარჯვებაში, მაინც ენდობა იმ პარტიას, რომელმაც გაცილებით მეტი სიკეთე მოიტანა ქვეყანაში, ვიდრე გასული 20 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, არჩევნების წინ რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება, 18 პროცენტი კი, მეტ-ნაკლებად.


ამასთან, კვლევის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ კი სამი პროცენტი.


ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი. არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.


1tv.ge




თეგები:
გია ვოლსკი



Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up