გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

access_time2019-11-18 12:51:44

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს.


„ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, სტაბილურობის შენარჩუნების ფონზე, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, მათ, რასაკვირველია, ძალიან პატარა შანსი აქვთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მასშტაბური პროექტები წარმოადგინა, როგორიცაა განათლების სისტემის სრული რეფორმა, ახალგაზრდებისათვის მისაღები სისტემის აწყობა.


„ამ სისტემის გარდა კონკრეტულად, მატერიალურად თვალხილული წარმატება გერმანულ განათლების სისტემასთან ზიარებისა. კიდევ, ქალაქების აღდგენა ფერფლიდან, მუცოს აღდგენა, სხვადასხვა კულტურული პროექტი“, – დასძინა გია ვოლსკიმ.



მისივე თქმით, ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია და მისი ჩაგდება ქვეყნის ღალატი იქნება.


„მომავალი წლიდან მასწავლებლების დიდი ჯგუფი მიიღებს ღირსეულ ხელფასს, ასევე პოლიციელები, ჯარისკაცები, ყველა ადამიანი, ვინც ემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას, იზრდება დაბალი რგოლის უზრუნველყოფა ფინანსურად, მატერიალურად და ამასთან ერთად, კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ფონზე ცალკე აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების თემა – უძლიერესი, ინტენსიური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო, რომ იქ პიკეტირება ხდება .რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს, სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე, აქციაში მონაწილე იმავე ხუთი ათას, თუ ექვსი ათას ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


როგორც მან აღნიშნა, შექმნილ მდგომარეობაში საჭიროა, გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც სახელმწიფოს სჭირდება.


„არ არსებობს სახელმწიფოს იქით არაფერი – ეს არის ჩვენი ოჯახებიც, მომავალი თაობაც. არ მინდა პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე. მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის დახარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო მოკვდეს, ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის? ასე არ იყო? მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ. ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა. გაიხსენეთ დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა, რომ ქვეყანა დაანგრიოს. გავრილოვი კი არა მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებითა და ბეტეერებით. არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგიან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამ ყველაფერს. არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.


1tv.ge


თეგები:
გია ვოლსკი



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

Focus: ყველაზე პოპულარულ რუსულ მანქანას ევროპიდან აძევებენ

Focus: ყველაზე პოპულარულ რუსულ მანქანას ევროპიდან აძევებენ
access_time2020-07-05 14:00:50
  ახალი და გამკაცრებული ეკოლოგიური სტანდარტების გამო, ევროპაში ერთადერთი მოთხოვნადი რუსული  ავტომობილი - „ნივა“ - იძულებულია ევროპული ბაზარი დატოვოს.   გამონაკლისი არც გერმანია იქნება. თუმცა, ბრენდის თაყვანისმცემლები ამას არ ეგუებიან.   მათი ბოლო იმედია ვლადიმერ პუტინი. რამდენიმე დღის წინ „ნივას“ მოყვარულებმა რუსეთის პრეზიდენტს, ბრენდის მფლობელის Renault-Nissan-ს, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს და გერმანიაში რუსეთის საელჩოს...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...


მსგავსი სიახლეები

up