გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე

გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილი ვალდებული იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე

access_time2021-06-07 14:40:00

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია ხისტი იყო, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სასწრაფოდ მოითხოვდა და მისი მეტამორფოზა იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.


როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარიას ქმედებებს დაერთო ჭორი, რომ თითქოს მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდა და ამიტომ ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.


„პირველი, რაც უნდა აღვნიშნო, არის გიორგი გახარიას ძალიან მკაცრი და გადაჭარბებულად ხისტი კომენტარები, პოზიცია, რომელიც მან უმრავლესობის შეხვედრაზე გამოხატა. გაცილებით უფრო მკაცრად, ვიდრე მას ჩვევია. მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან იგი „ნაციონალურ მოძრაობის” მიმართ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაამთავროს. გაცილებით ხისტი იყო შეხვედრაზე, როდესაც მოითხოვდა, რომ სასწრაფოდ მოხსნოდა დეპუტატის იმუნიტეტი.


მეტამორფოზა, რომელიც ვიხილეთ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები სხვა ქმედებებს მოითხოვდა პრემიერისგან, უმკაცრესად უნდა შეფასდეს.


ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ამ პრემიერ-მინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, თითქოს ამას კავშირი აქვს ივანიშვილის ინტერესებთან. თითქოს ეს არის გარკვეულ სცენარს დაქვემდებარებული.



მისი ხედვა არის გარკვეული ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომელსაც არასდროს გაურბოდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.


რაც შეხება ივანიშვილის განცხადებაზე გახარიას გამოხმაურებას, რომ „სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს”, ვოლსკი ამბობს, რომ გახარიამ ის თქვა, რაც თავისი გადმოსახედიდან უნდა ეთქვა, “მაგრამ რეალობა სხვაა”.


„არ ველოდებოდი, რომ გახარია იტყოდა, სიმართლეა ის, რაც ივანიშვილმა თქვა. მან ზუსტად ის თქვა, რაც თავისი გადმოსახედიდან უნდა ეთქვა, მაგრამ რეალობა სხვაა. ჩვენ თვალწინ განვითარდა საკმაოდ დრამატული მოვლენები.


ის ნაბიჯები გადადგა, რომელსაც შეუიარაღებელი თვალითაც მივხვდებოდით, რომ მას „ნაცმოძრაობის” წისქვილზე შეეძლო დაესხა წყალი. ასეც მოხდა. უბრალოდ მისი გადადგომაც დაემთხვა „ნაცმოძრაობის” იმ პერიოდის ინტერესებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო და მადლობა ღმერთს, ეს სცენარი არ განვითარდა.


ეს განცხადება არ შედგებოდა, რომ არა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და ქმნის ძალას, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი ინტერესებიდან გამომდინარე.


გიორგი გახარიას არ მივიჩნევთ მთავარ კონკურენტად, მაგრამ მივიჩნევთ თუ არა, ვალდებულება გვაქვს, შეფასება მივცეთ ისეთი, რაც დავინახეთ, რომ ჩვენს თვალწინ განვითარდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.


IPN.GE



თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up