გია სოფაძე: თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის

გია სოფაძე: თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის

access_time2020-10-15 23:10:39

თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტი ბიომრავალფეროვნების განვითარების კარგ პირობებს ქმნის, თუმცა ამ ლანდშაფტების გვერდით, ანთროპოგენული ზეწოლის შედეგად, დასერილი ტერიტორია გვხვდება, - ამის შესახებ გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გია სოფაძემ თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც გია სოფაძემ აღნიშნა, ჩატარდა ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც ლანდშაფტის ყველა კომპონენტს მოიცავდა.

„ჩვენი მიზანი იყო, ლანდშაფტის შესწავლა, რათა მათი მდგრადობა დაგვედგინა. ლანდშაფტის მდგრადობა განისაზღვრება უნარით, შეინარჩუნოს სტრუქტურა და ფუნქციონირება ნებისმიერი ანთროპოგენული დატვირთების მიმართ. ამ მიზნით, ჩავატარეთ ლანდშაფტურ-გეოფიზიკური კვლევები, რომელიც მოიცავდა ლანდშაფტის ყველა კომპონენტს, განსაკუთრებით, ნიადაგის ქიმიურ-ფიზიკური თვისებების შესწავლას. ასევე, ჩავატარეთ გარემოსდაცვითი კვლევები, რომლის მიხედვითაც, სენსიტიური ზონები გამოვყავით. ყველაზე მაღალი სენსიტიური ზონებისთვის ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომა გამოვიყენეთ, რომელიც ურბანული და ბუნებრივი გარემოს კავშირების შერბილების ევროპულ პრაქტიკას გულისხმობს“, - განაცხადა გია სოფაძემ.

გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა კვლევაზე დაფუძნებული ხედვებიც წარმოადგინა, თუ როგორ მიიღწევა უბრანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა.


„იმისათვის, რომ ურბანული ლანდშაფტის მრავალწლიანი მდგრადობა მოხდეს, საჭიროა, ისტორიული ლანდშაფტის მცენარეების შენარჩუნება ან აღდგენა, ასევე, ლანდშაფტური სეზონური დინამიკის გათვალისწინება. ამ მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუ ტყის აღდგენისას გავითვალისწინებთ ქვე-ტყეს, ბუჩქნარ-ბალახოვანი საფარით“, - აღნიშნა გია სოფაძემ.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up