ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გაცემული რეკომენდაციები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
WHO-ს განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ღია სივრცეებში სადეზინფექციო ხსნარის შესასხურებელი ფორმით გამოყენება არაეფექტურია და შესაძლოა, საზიანოც იყოს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასევე არაეფექტურია ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციაც.
"სადეზინფექციო ხსნარების შესასხურებელ ფორმაში გამოყენებამ შესაძლოა თვალის, სასუნთქი გზების ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ზოგიერთი ქიმიური ხსნარის გამოყენება, მაგალითად როგორებიცაა ფორმალდეჰიდი და ქლორის ხსნარები რეკომენდებული არ არის", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, WHO მიიჩნევს, რომ ქუჩებისა და სხვადასხვა ღია სივრცეების მსგავსი ფორმით გაწმენდა რესურსის ტყუილი ხარჯვაა, რადგან ეს შედეგის მომტანი არ არის. მათივე განცხადებით, ზემოთ ხსენებული ხსნარები ჭუჭყთან შეხების შემდეგ, ეფექტს კარგავს.
ფორმულა