ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

access_time2020-03-28 21:00:20

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche Welle-ს ცნობით, ინფექცია ქვეყანაში უკვე 2800 ადამიანს დაუდგინდა და 70 მათგანი გარდაიცვალა. 

„ინფექცია ვრცელდება. ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი სამუშაო ადგილები საფრთხის ქვეშაა. ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდება და ბევრი ადამიანი თავის ახლობლებს დაკარგავს“, - განაცხადა სტეფან ლიოვენმა.

მაღაზიები და რესტორნები ღიაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები შვედეთში თავისუფლად შედიან. 29 მარტიდან ამოქმედდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, დისტანციურ სწავლაზე მხოლოდ სტუდენტები და უფროსი კლასების მოსწავლეები გადავიდნენ. უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ შვედეთის მოქალაქეებს, მათ შორის არც ექიმებსა და მედდებს კარანტინში არავის უშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, თვითიზოლაციაში მხოლოდ ის უნდა დარჩეს, მისი ოჯახის სხვა წევრებს კი თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

რით არის გამოწვეული ასეთი მიდგომა? ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ შვედების უმეტესობა კორონავირუსით უნდა დაინფიცირდეს, რათა მათ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეთ.


რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტირებას, შვედეთი ჯანმოს რეკომენდაციებს არც ამ საკითხში ითვალისწინებს. პანდემიის პირველ დღეებში კორონავირუსზე ანალიზის ჩაბარება ყველა მსურველს შეეძლო, ახლა კი ტესტირებას მხოლოდ ისინი გადიან, ვინც რისკის ჯგუფში შედის. ყველა სხვა პაციენტი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, სახლში უნდა დარჩნენ და მათ ტესტირებას არავინ ჩაუტარებს.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არაა დამტკიცებული, რომ ადამიანს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლია და თუ ეს სიმართლეა, რამდენი ხანი ძლებს ეს იმუნიტეტი. ტეგნელის მიდგომას ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი აკრიტიკებს, თუმცა ხელისუფლება არჩეული სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს.

Imedinews 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up