გია ნოდია - პარლამენტში შესვლას ნეგატიური მნიშვნელობა ექნება ალეკო ელისაშვილისთვის, რადგან ამას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოსყიდვად აღიქვამს

გია ნოდია - პარლამენტში შესვლას ნეგატიური მნიშვნელობა ექნება ალეკო ელისაშვილისთვის, რადგან ამას საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოსყიდვად აღიქვამს

access_time2020-12-09 16:20:00

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ თუ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებასთან საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის თაობაზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა, ამას მისთვის ნეგატიური მნიშვნელობა ექნება, რადგან „საზოგადოების უდიდესი ნაწილი ისე აღიქვამს, რომ ელისაშვილი მოისყიდეს“.

როგორც ნოდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ოპოზიციამ მოთხოვნები წამოაყენა, ის ბოლომდე ერთიანი უნდა იყოს.

„ალეკო ელისაშვილის გადასაწყვეტია პარლამენტში შევა, თუ არ შევა. შეიძლება ერთი, ორი ან ხუთი დეპუტატი შევიდეს, თუმცა, ეს არსებითაც არ შეცვლის სიტუაციას. ჩემი აზრით, რადგან ოპოზიციამ, მათ შორის ალეკო ელისაშვილმაც, დააყენეს ერთსულოვნად მოთხოვნები, ამ შემთხვევაში ისინი ბოლომდე ერთიანი უნდა იყვნენ. შეიძლება რაღაც კომპრომისს დათანხმდნენ, მაგრამ უფრო სწორია, თუ ამას ოპოზიცია ერთიანად გააკეთებს. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ნეგატიური მნიშვნელობა ექნება თავად ალეკო ელისაშვილისთვის, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას ისე აღიქვამს, რომ ელისაშვილი მოისყიდეს. ასე, რომ ალბათ, მისთვის ნეგატიური მნიშვნელობა ექნება, მაგრამ თვისობრივად, სიტუაციას არ შეცვლის. ტექნიკურად პარლამენტი შეიძლება არ იყოს ერთპარტიული, მაგრამ მაინც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტში არ იქნება“,-განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგის შეფასებით, ასევე ძალიან უცნაურია ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „გიგა ბოკერია და გიგი უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ და საბოტაჟით არიან დაკავებულები”.

„ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის კამათი, ეს ნორმალურია. შეიძლება პოლიტიკური პარტიის შიგნითაც იყოს კამათი, ესეც ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ისინი ერთიანი პოზიციით გამოდიოდნენ. მთავარია, საბოლოოდ შეჯერდებიან თუ არა ერთიან პოზიციაზე. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა. შეეძლო, არჩევნების მეორე დღეს ეთქვა. გაუგებარია, რატომ ამბობს ახლა“, - განაცხადა ნოდიამ.

პოლიტოლოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა შეთანხმებასაც არაფერს გამორიცხავს.


„ჯერჯერობით არ ჩანს პესრპექტივა, რომ მოლაპარაკებებს შედეგი მოჰყვეს. მე უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს, თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის“, - განაცხადა ნოდიამ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.


IPN.GE



თეგები:
გია ნოდია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up