გია მურღულიამ განათლების რეფორმის ჩავარდნის რისკები დაასახელა

გია მურღულიამ განათლების რეფორმის ჩავარდნის რისკები დაასახელა

access_time2019-05-14 23:10:22

განათლების სპეციალისტი გია მურღულია განათლების სამინისტროს და რეფორმაში ჩართულ პირებს ურჩევს რისკები შეაფასონ. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში ჩავარდა განათლების რეფორმა, დოკუმენტს შეძლებისდაგვარად კარგს ქმნიდნენ, ზოგჯერ ძალიან კარგსაც, მაგრამ დანერგვის დროს რა პრობლემებიც შეექმნებოდათ, ეს აღარ გაითვალისწინეს. ეს განათლების რეფორმის ჩავარდნის პირველი რისკია, - განაცხადა გია მურღულიამ გადაცემაში პირისპირ.

მურღუალიას თქმით, ის განათლების რეფორმაში ხედავს რისკებს და ამის მაგალითებიც მოჰყავს:


მაგალითად, ყველა ვინც არ უნდა იფიქროს განათლების სისტემის რეფორმირებაზე, რამდენიმე ცენტრალურ საკითხს ეხება. ეს არის: ინფრასტრუქტურა, შინაარსობრივი მხარე, კადრები, მართვის მხარე და დაფინანსება. ამ საკითხების გადაჭრა კომპლექსურად არის საჭირო. ცალკეული მიმართულებებით რაღაც აქტივობები კარგ შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ერთი რომ კარგი იყოს დანარჩენი ოთხი ვეღარ ეწევა, - განაცხადა გია მურღულიამ.


მისი თქმით, განათლების სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებაში, მას ის მოეწონა, რომ კომპლექსურად იყო გააზრებული რამდენიმე, ყველა მთავარი მიმართულება.

გია მურღულიას განცხადებით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება პედაგოგებისთვის დამსახურების მიხედვით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, ბადებს ორ რისკს:


თუ ხელფასი საკმარისად ამაღლდა, მოუნდება ამ სისტემაში შემოსვლა ისეთ ადამიანსაც, რომელიც აქ შემოსვლას არ იმსახურებს არც კომპეტენციით, არც განწყობებით და ღირებულებებით; და მეორე - ის ადამიანები, რომლებიც კარგი იქნება რომ უკვე გავიდნენ სისტემიდან, შეიძლება ხელფასის მატებამ ისინი დააბას სისტემაში და აღარ გავიდნენ, - განაცხადა გია მურღულიამ.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყო და როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პირველივე დღეს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი 2000-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა.

13 მაისს ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილსხელფასი გაეზრდება.







„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up