გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას - 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად

გია გაჩეჩილაძე ხელისუფლებას - 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად

access_time2021-11-07 17:22:11

ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად, - ამის შესახებ საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“ განაცხადა.

მისი თქმით, კარგია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, კობა დავითაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების ორდენი გადაეცა.

„მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღირსება შეინარჩუნა და არ დაკარგა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ეს დღე დაიწყო 2 ნოემბერს და მოშიმშილეები აქ დასხდნენ 7 ნოემბერს. აქიდან იწყება მთელი კოშმარი, რაც იწყება. მართალია, მანამდე იყო ბუტა, სანდრო, მაგრამ მასიური ტერორი ზუსტად 7 ნოემბრიდან იწყება. ამიტომ, ვიფიქრე და თქვენის ნებართვით, თუ შეიძლება, ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად. ეს მინდა, რომ გავაკეთოთ და ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - „არ აგარევინებთ!“ მიმდინარეობს.

ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის. აკრძალვა მოითხოვა.  


"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, დადგა უკვე ის დრო, აღარ შეიძლება ასე გაგრძელება ამდენი წელია უკვე, ამათთან ჭიდილში დავიღალეთ, როდემდე შეიძლება ქუჩაში ვიდგეთ, ამ სატანების და კრიმინალების გამო, დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და როგორც კი რამეს გაბედავენ მიიღონ საკადრისი პასუხი, რას ჰქვია გადატრიალება, რას ჰქვია პიკეტირება, დამთავრდა მაგათი დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს, როგორც პოლიტიკური პარტია, ისე როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. სისხლში ცურავენ, როდემდე შეიძლება გავუძლოთ ამ ყველაფერს, მაგათ ამ პროვოკაციას, ყველაფერში ეჩრებიან, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის წინსვლას და გადატრიალებას, ხელისუფლება იმაზე ვეღარ ფიქრობს თუ როგორ წავიდეს ქვეყანა წინ. 4 წელია ველოდებით ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. 7 ნოემბერს არასდროს დაივიწყებს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ასეთი დღე აღარასდროს დადგება ჩვენს ქვეყანაში. ქართველი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელისუფლებაში, თუ არადა შევეწინააღმდეგებით და არ დავუშვებთ, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, პირადად მე მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ეგენი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ მათი არ დაბრუნებისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი ხელისუფლება აღარასდროს ნახოს“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც.  მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საკუთარი ინტერესების და ძალაუფლების მიტაცების ადგილად აქცია.

„ჩემთვის ეს ადგილი იყო ღირებულებებთან, ფასეულობებთან და საქართველოსთან ასოცირებული, მაგრამ მოხდა 2003 წელი, როდესაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს ადგილი აქცია საკუთარი ინტერესების ძალაუფლების მიტაცების ადგილად და ამ დღიდან დაიწყო ამ ადგილის ნიველირება, დამცრობა და აქ მდგარი 9 აპრილის ძეგლი, რომელიც აქ დგას იმ გმირების, იმ თავდადებულების მოსაგონრად ამ ადგილს ახსოვს ისეთი დღეც როცა მასაც შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეს ეს შეურაცხყოფა ამ ხალხის მიერ გრძელდება და ეს ადგილი მუდმივად გადაქცეულია სამწუხაროდ, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლის ადგილად. ეს ადგილი უნდა იქცეს ქართველი ხალხის ადგილად, სადაც საქართველოს ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი მომავლისთვის ბრძოლა უნდა იჭედებოდეს და არა ვიღაც თაღლითების, მატყუარების, თვითმმარქვიების“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up