გია გაჩეჩილაძე : Open Net-ის  პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და ამ პროექტის ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ”

გია გაჩეჩილაძე : Open Net-ის პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს, გრძელდება და ამ პროექტის ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ”

access_time2019-11-06 21:25:48

,,ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით , რომ Open Net-ის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს გრძელდება და მისი ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ,,ქართუ“,- ამის შესახებ ,,მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მაღალმთიან ზონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, შესაძლებელი გახდება  მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიის  სერიოზული ნიშანია.

 


 

 

,,ინტერნეტიზაციაზე ბოლო ინფორმაციას გეტყვით , რომ Open Net-ის ეს პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც ინტერნეტით მთელი საქართველო უნდა დაფაროს გრძელდება და  ძირითადი დამფინანსებელია ფონდი ქართუ. რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტრო ამას კურირებს, თუმცა ფონდი ,,ქართუ“ აფინანსებს. ამაშია ჩართული საერთაშორისო საბანკო სისტემაც და ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში, თავის დროზე განხორციელდება. თუშეთში ინტერნეტიზაცია დავამთავრეთ, ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყარში ახლა მიმდინარეობს.  წარმოიდგინეთ, რომ ასეთ მაღალ მთიან ზონებში, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ნაკლებია, იქაც კი გახდება შესაძლებელი მოსახლეობამ რეალური, ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის დემოკრატიის  სერიოზული ნიშანი. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა ილაპარაკოს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ფაქტები,  რაც ხდება, რაც არის რეალობა. რა თქმა უნდა არის კატეგორია საზოგადოების, რომელიც რატომღაც განწყობილია, რომ მაინც და მაინც სიყალბეს დაუჯერონ  და იმედია ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა ქვეყანაში”,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ





ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ კვლევაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ კვლევაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...

კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს - ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში

კანონის აღსრულების ხარისხი გაუარესდა. ყველაფერს ერთი და იგივე სტრუქტურა ვერ გააკეთებს - ხარვეზები ტექინსპექტირების რეფორმაში
access_time2020-09-21 16:00:09
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა, რადიო კომერსანტის გადაცემაში პროფესიონალები სატრანსპორტო პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პრობლემატურია  გზებზე კანონის აღსრულება და ის პოლიციის  მოვალეობაში არ უნდა შედიოდეს.   მნიშვნელოვანია,რომ კანონის აღსრულება უნდა იყოს გზაზე. პრაქტიკულად არ ვიცით, ვინ უნდა აღასრულოს კანონი. იდეაში...

ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია

ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება, მთავრობა კი გვიმტკიცებს, რომ ბიზნესი ვქმნით ნეგატივს - ივა ჭყონია
access_time2020-09-21 14:10:13
ლარის ფაქტორი განმსაზღვრელია ჩვენი ქვეყნისთვის, ლარი არის ვალუტა,რომელიც წლიდან წლამდე უფასურდება. მთავრობა კი გვიმტკიცებს,რომ ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები ვქმნით ნეგატივს და...

ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა

ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ქონებიდან 64 გასხვისდა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა
access_time2020-09-21 13:30:00
სახელმწიფოს მიერ, ბიზნესისათვის შეთავაზებული 100 ერთეული ქონებიდან თებერვალ-აგვისტოს პერიოდში, 64 ობიექტი გასხვისდა, საიდანაც ბიუჯეტმა 32 044 300 ლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული საპრივატიზაციო ქონებების საწყისი თანხა, 28,030 მლნ ლარი იყო. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ქონების მართვის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მიუხედავად პანდემიისა, კერძო სექტორის დაინტერესება საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ მაინც დიდია და ეკონომიკური...


მსგავსი სიახლეები

up