გია გაჩეჩილაძე - დღეს ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და ვიდგები იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება

გია გაჩეჩილაძე - დღეს ვარ იქ, სადაც ვხედავ, რომ საქართველოს უჭირს და ვიდგები იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება

access_time2019-04-13 15:43:49

ადამიანები, რომლებიც მოდიან ამდენი ხნის განმავლობაში და ვერაფრით მივაღწიეთ, რომ სასამართლოს ჩამოგვეცილებინა, აი ეს არის მე მგონი უკანასკნელი ბრძოლა და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს არის იქ, სადაც ხედავს,  რომ საქართველოს უჭირს და იდგება იქ, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.

კითხვაზე, გაუცრუა თუ არა იმედები ბიძინა ივანიშვილმა, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ იმედები ნამდვილად გაუცრუვდა.

„მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იძახდა თავის სიტყვებს არ გადავიდოდა, წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში. მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. მე ივანიშვილი 20 წელია თვალით არ მინახავს. რასაც გარედან ტელევიზორში ვუყურებ, ეს განვითარებული სიტუაცია არ მომწონს. მინდა, უკეთესი იყოს ხვალ. ეს არის „დაიცავი საქართველოს“ პირველი შეხვედრა, აგერ ვნახავთ რა და როგორ იქნება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.


კითხვაზე, დაესწრება თუ არა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას ლევან გაჩეჩილაძე, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკისგან გამიჯნულია.

„ლევანი ისეთი შეურაცხყოფილია განვლილი წლებისგან, რომ საერთოდ აღარ უნდა პოლიტიკისკენ გახედვა. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც არასდროს გავხდები. მე გული შემტკივა, რაზეც ყველა ნორმალურ ადამიანს საქართველოში შესტკივა გული. რეიტინგებით რომელ ადგილზე ვართ, ეს ჩემთვის არაფრის მთქმელია. სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას, იმიტომ არის ამ დროის“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.



1tv





სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up