გია გაჩეჩილაძე: ატმოსფერული ჰაერის სტანდარტის დამტკიცებას სამომავლოდ ბევრი მუშაობა სჭირდება

გია გაჩეჩილაძე: ატმოსფერული ჰაერის სტანდარტის დამტკიცებას სამომავლოდ ბევრი მუშაობა სჭირდება

access_time2018-07-28 12:00:23

„კომერსანტთან“ ფრაქცია „ქართული ოცნება მწვანეების თავმჯდომარე“, პარლამენტის „გარემოს დაცვის კომიტრეტის წევრი“ გია გაჩეჩილაძე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ატმოსფერული ჰაერის სტანდარტზე საუბრობს.

 

როგორც გია გაჩეჩილაძე აცხადებს, ატმოსფერული ჰაერის სტანდარტის დამტკივცება მისაღებია და მისი განხორციელება შესაძლებელი, თუმცა ამისთვის ქვეყანამ სტანდარტები გამკაცრებული ფორმით უნდა დაამტკიცოს. გაჩეჩილაძის აზრით, ქვეყანაში მსგავსი სტანდარტის არებობა საჭიროა.

 

„ევროკავშირთად ერთ-ერთი სერიოზული ვალდებულება ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ატმოსფერული ჰაერი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ. განსაკუთრებით ეს დიდ ქალაქებს და თბილისს ეხება,“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიზნით? გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ „პერიოდული ტექდათვალიერება ქვეყანაში მდგომარეობას გააუმჯობესებს და ამას შედეგი ექნება. ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების და ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება და ის ჩვეულებრივს ანაცვლებს. ასევე სამომავლოდ გენგეგმის დოკუმენტში რეკრეაციული ზონების და მწვანე ზოლების რაოდენობა იზრდება,“ -განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 


 

 საქართველოს მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ქვეყანაში ინერგება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით მოხდეს.

 

ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, დამაბინძურებლების ზღვრული ნორმების შესახებ. აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის, მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია, ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს და უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, როგორც ლოკალური, ასევე, მობილური სადგურების მეშვეობით და ასევე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება-გაფართოებაზე მუშაობს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე არსებული თანამედროვე ავტომატური მონიტორინგის ქსელი საშუალებას იძლევა სწორედ ევროპული სტანდარტებით მოხდეს ჰაერის ხარისხის შეფასება. ამასთან, ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტების დანერგვა პასუხობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნებს. ჰაერის ხარისხზე მონიტორინგის ევროპული სტანდარტების დანერგვის პარალელურად, განვითარება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეებს კონკრეტულ ლოკაციებზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება მუდმივ რეჟიმში შეეძლებათ.

 

 

 

„კომერსანტი“





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up