გია ჯანდიერი დაგროვებით პენსიაზე: სოციალური ხარჯები კანონის მიღების შემდეგ არა თუ შემცირდება, პირიქით გაიზრდება

გია ჯანდიერი დაგროვებით პენსიაზე: სოციალური ხარჯები კანონის მიღების შემდეგ არა თუ შემცირდება, პირიქით გაიზრდება

access_time2018-10-26 13:50:59

რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივი პროექტში „ჩემი აუდიტორი“ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონზე იმსჯელეს. გადაცემის წამყვანი „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელი, პაატა შურღაია, ახალი ეკონომიკური სკოლის ვიცე–პრეზიდენტს გია ჯანდიერს ესაუბრა. გია ჯანდიერი უარყოფითად აფასებს კანონს და ამბობს, რომ სოციალური ხარჯები კანონის მიღების შემდეგ არა თუ შემცირდება, პირიქით გაიზრდება.



„მთლიანად დაარღვია ჩვენმა ხელისუფლებამ ეს კონსტიტუცია და თავის თავზე მოირგო. მათ გარდამავალ მუხლში ჩაწერეს,რომ ნებისმიერი საპენსიო და სადაზღვევო შენატანები არ წარმოადგენს გადასახადს, რაც მიუთითებს მათ კონსტიტუციურ წესრიგისადმი დამოკიდებულებას, და რაც ძალიან ცუდია. ეს არის სრული უმეცრება, იმიტომ რომ გარდამავალ მუხლში ჩაწერეს საკითხი,რომელსაც ვადა უნდა გაუვიდეს.



არსებობს მოლოდინი,რომ კანონის მიღების შემდეგ სოციალური ხარჯები შემცირდება, რაც ტყუილია, იმიტომ რომ პირიქით გაიზრდება. მეორე მხრივ, ამბობენ,რომ უნდა მივაჩვიოთ ხალხი დაზოგვას და ფულის შენახვას სიბერისთვის, რაც ტყუილია, იმიტომ,რომ ვისაც აქვს ფული, ის ისედაც აგროვებს, ბინებს ყიდულობს, ხალხს თუ ფული აქვს, იციან,რა უნდა გააკეთონ,“ - ამბობს გია ჯანდიერი.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და ძალაში 2019 წელს შევა. კანონის მიხედვით, თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული – საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს. გია ჯანდიერის სახელმწიფოში დაუფინანსებელი ვალდებულებების შესახებ საუბრობს და მოჰყავს განვითარებული და მდიდარი ქვეყნების მაგალითები,სადაც დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ სახელმწიფოებს ვალდებულებები გაუჩინა.



„ჩვენ გვაქვს საუკეთესო სისტემა, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ კოპირება, დაგროვებითი საპენსიო სისტემა გვაქვს ბრიტანეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ამქ ვეყნებში, და ყველაზე მდიდარ ქვეყნებშიც, დაგროვებითი საპენსიო სისტემების დაუფინანსებელი ვალდებულებები აღემატება მშპ-ს 100%-ს.
არსებობს სახელმწიფო ვალი და ვალდებულებები. ასეთი დაგროვებით საპენსიო სისტემების დაუფინანსებელი ვალდებულებები გერმანიაში 200%-ზე მაღალია, აშშ-ში 700%-ზე მეტი, 70 ტრილიონიდან 140 ტრილიონამდეა. რაც ნიშნავს იმას,რომ მათ მშპ-ს მრავალჯერ აღემატება დაუფინანსებელი ვალდებულებები. საქართველოს ასეთ ვალდებულებები აქვს 0. ჩვენი მთავრობა კი ახლა ცდილობს,რომ ეს ვალდებულებები შევქმნათ. ჩვენი ფისკალლური სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ფისკალური სისტემა, იმიტომ რომ მას არ ადევს ამხელა ვალდებულება.




მშპ-ს მრავალჯერ აღემატება დაუფინანსებელი ვალდებულებები. რამდენი აქვს საქართველოს - 0 . ჩვენი მტავროაბა ახლაც ცდილობს,რომ ჩვენ ეს ვალდებულებეი შევქმნათ, ჩვენი ფისკალური სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ფისკალური სისტემა, იმიტომ რომ მას არ ადევს ამხელა ვალდებულება,“ - ამბობს გია ჯანდიერი.



მისივე შეფასებით,მსგავსი ტიპის კანონპროექტები საჭიროებს აღწერას, რისკების დათვლასა და ანალიზსს.


„შეიძლება პარლამენტის რეგლამენტში მარტივად დაემტოს ერთი პუნქტი,რომ ნებისმიერი კანონპროექტი,რომელიც ხარჯებთან არის დაკავშირებული, თან უნდა ერთვოდეს ცალკე ქაღალდი,სადაც იქნება აღწერილი ის,თუ რა მიზნით ხდება კანონპროექტის გატარება, რა ეკონომიკური და ფინანსური შედეგი უნდა მოჰყვეს ამას. ასევე შესაძლებელია, გაკეთდეს ანალიზი ის,თუ რამდენად საშიშია კორუფციისთვის.


ჩვენ ვხვდებით, რომ ადრე თუ გვიან, ეს მთავრობა შეიცვლება, შემდეგ მთავრობას ექნება ახალი იდეები, და დაუწყებს ჯაჯგურს ამ კანონს, რაღაცას შემატებს ან გამოაკლებს, ბოლოს კი მივალთ იქამდე,რომ ნაციონალიზაციას გავუკეთებთ. ეს არის პირამიდა და ჩვეულებრივი პირამიდისგან იმით განსხვავდება,რომ პირველ რიგში, სახელმწიფო იძულებული გახდება ვალებში გადაიტონს ეს თანხა ; მეორე მხრივ, ჩვეულებრივ პირამიდაში ( არ ვიცი ზუსტად რაზე საუბრობს, ამ ტერმინით იხსენიებს „ჩვეულებრივ პირამიდაში“) ის მაინც ვიცით, ვის,რა ვალდებულებები აქვს და ვინ რამდენი შემოიტანა და რა გვმართებს, აქ კი დათვლაც შეუძლებელია.,“ - ამბობს გია ჯანდიერი.


კომერსანტი





თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up