ღია ცის ქვეშ დარგული კენკრის მოსავალი ხილის ახალი ბაზრისთვის არ გამოდგება - პორტუგალიელი აგრონომის რჩევა ქართველ ფერმერებს

ღია ცის ქვეშ დარგული კენკრის მოსავალი ხილის ახალი ბაზრისთვის არ გამოდგება - პორტუგალიელი აგრონომის რჩევა ქართველ ფერმერებს

access_time2021-09-27 10:00:00

საქართველოში ჟოლოსა და მაყვლის ღია ცის ქვეშ გაშენების ტენდენცია შეინიშნება, რაც კენკრის ახალი ბაზრისთვის ცუდი არჩევანია. ამის შესახებ EastFruit-ს პორტუგალიელმა აგრონომმა და კენკრის წარმოების სპეციალისტმა, ჯორჯე დუარტემ განუცხადა. მისი თქმით, ღია გრუნტის კენკრა მხოლოდ გადამამუშავებელ სექტორში იყიდება და ახალი ბაზრისთვის უვარგისია, რადგან გარე კულტივირება ნაყოფის სხვადასხვა დაავადებასა და მზისგან დამწვრობას იწვევს.

„კლიმატთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა წარმოების შესაძლებლობებსა და მომგებიანობას ამცირებს,“ - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ახალი ბაზრის კენკრა სპეციალურ გვირაბებში უნდა მოიყვანონ, რათა წვიმისგან, მზის პირდაპირი სხივებისგან, მავნებლებისა და დაავადებებისგან იყოს დაცული.

ამასთან, ჯორჯე დუარტე მიიჩნევს, რომ ქართველმა ფერმერებმა მაყვლისა და ჟოლოს ისეთი ძველი ჯიშები, როგორიც Nova, Caroline, Himbo Top და Tulamagic-ია, ახალი ჯიშებით უნდა ჩაანაცვლონ. მითუმეტეს, ახლახან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ მწარმოებლებს წარუდგინა ახალი ჯიშები, როგორიც არის, მაგალითად, Primocane Amira. ის ადრეული ჯიშია და შემოდგომაზე და გაზაფხულზე იკრიფება.

„ადრეული ჯიშები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ჟოლო და მაყვალი იზრდება, ზაფხული ცხელია. ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღლა ადის, ტენიანობა კი მცირდება და ზაფხულში 50%-ზე დაბლაც ჩამოდის. ეს პირობები კენკრისთვის არახელსაყრელია,“ - აცხადებს დუარტე.

ამრიგად, იდეალური იქნება საქართველოში ჟოლო და მაყვალი გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გვირაბებსა და დაჩრდილულ ბადეებში გაშენდეს, რაც ხარისხსა და მოსავალს გაზრდის.

პორტუგალიელი აგრონომი ფერმერებს, ასევე, ურჩევს, რომ ჰექტარზე მეტი ნერგი დარგონ. როგორც წესი, ჰექტარზე 12-დან 16 ათასამდე ბუჩქი ირგვება, საქართველოში კი ეს რიცხვი 6-7 ათასს შეადგენს. საქართველოში დღეს არსებულ სისტემას აშშ-სა და ევროპაში 20-30 წლის წინათ იყენებდნენ, როცა ფერმერებს უფრო მეტი ადგილი ჰქონდათ ნარგავებს შორის, რადგან ისინი ჩალიჩებით მოჰყავდათ, დღეს კი ევროპაში მეტრზე 3-დან 4 ბუჩქი ერთი მთლიანი ნარგავის სახით მოჰყავთ, რასაც თან დამხმარე სისტემა ერთვის.


„დამხმარე სისტემას ქართველი მწარმოებლებიც იყენებენ, მაგრამ მცენარეთა შორის მანძილი 0.75 ან 1 მეტრია მაშინ, როცა 0.25 ან 0.33 მეტრი უნდა იყოს,“ - ამბობს დუარტე.

რაც შეეხება მოსავლის აღებას, მაგალითად, პორტუგალიაში ახალი ბაზრისთვის განკუთვნილი მაყვალი საათში 3-4 კგ, გადასამუშავებელი მაყვალი კი საათში 10-12 კგ იკრიფება. ექსპერტის თქმით, გადამუშავებისთვის განკუთვნილი კენკრა ფერმერებს შეუძლიათ, შედარებით დიდი ხნით გააჩერონ ბუჩქზე და ჯერ ახალი ბაზრის მომხმარებელზე გათვლილი მოსავალი დაკრიფონ, დარჩენილი გადასამუშავებელი კენკრა კი მანქანებით ერთბაშად აიღონ. ეს ისედაც დეფიციტური მუშახელის ხარჯებს შეამცირებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი და რუსეთის მსგავსი მეზობელი საექსპორტო ბაზრებისთვის, აგრეთვე, აღმოსავლეთ ევროპისთვის მაყვლისა და ჟოლოს ძველი ჯიშებიდან ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ არის Tulameen-ის, Glen Ample-ის, Imara-ს, Kweli-სა და Mapema-ს ჯიშები. თუმცა გრძელი ექსპორტისთვის უმჯობესია ახალი ჯიშების მოშენება, როგორიც არის Amira, Lagorai, Wengi, Optima, Enrosadira, Kwanza, Eros და Clarita, რადგან ისინი გრძელვადიან შენახვას უძლებენ.

როგორც პორტუგალიელი აგრონომი აცხადებს, მაყვლისა და ჟოლოს საუკეთესო ჯიშების უმეტესობა ლიცენზირებულია. მათ მხოლოდ ლიცენზირებული სელექციონერი კომპანიები, მათ შორის Driscolls, Berry World, ABB Breeding და Planasa ყიდიან.

„ჟოლოს ან მაყვლის ნერგები დარგვამდე, მინიმუმ, 6 თვით ადრე შეუკვეთეთ. თუ თებერვალ-მარტში ნაყოფისთვის უკვე მწიფე ნერგების დარგვა გსურთ, თქვენ ეს მცენარეები დარგვამდე, მინიმუმ, 9-12 თვით ადრე უნდა შეუკვეთოთ,“ - აცხადებს ჯორჯე დუარტე.

პორტუგალიელი აგრონომი საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამით, კერნკრის ქართველი მწარმოებლების კონსულტაციისთვის მოიწვიეს. 2020 წელს გამართული რამდენიმე ონლაინ სემინარის შემდეგ, ხორხე დუარტემ საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილსა და ივლისში, კენკროვანი პლანტაციები ორჯერ მოინახულა. მას მაროკოში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ესპანეთში, იტალიასა და თურქეთში კენკროვან კულტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up