გია ჩქოფოია:„როცა გვაქვს ერთადერთი ინსტრუმენტი - ჩაქუჩი, ყველაფერში ლურსმანს ვხედავთ“

გია ჩქოფოია:„როცა გვაქვს ერთადერთი ინსტრუმენტი - ჩაქუჩი, ყველაფერში ლურსმანს ვხედავთ“

access_time2019-10-30 19:45:40

„როცა გვაქვს ერთადერთი ინსტრუმენტი - ჩაქუჩი, ყველაფერში ლურსმანს ვხედავთ“   -ანუ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, წლებია უშედეგოდ ვტკეპნით ერთი და იმავე ადგილს. საერთოდ, ხომ არ უნდა გავეშვათ ამ საქმეს?! და თუკი არა, იქნებ სხვა ალგორითმიც, სხვა გზაც არსებობს?!


▪ჩემთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგულია არა იმიტომ, რომ, იქ რაიმე ქონება და/ან ეკონომიკური ურთიერთობები მქონდა


▪ჩემთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგულია არა იმიტომ, რომ, მათ საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობა უნდათ


არამედ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც მიგრაციის, რეკრეაციის და/ან სოციო-ეკონომიკური ურთიერთობების ალტერნატიული სივრცე, დაკარგული მაქვს:


✔მხოლოდ იმიტომ, რომ, ისინი სახელწმიფოთა (რუსეთი და საქართველო) ძალადობრივი პოლიტიკების/ძალადობრივი მონოპოლიების შედეგად არის ატომიზირებული და ჩემგან იზოლირებული.


✔მხოლოდ იმიტომ, რომ, ეთნო-ნაციონალიზმის და ერთიანი სახელმწიფოს სახელით არ ვცნობთ მათი თვითგამორკვევის და თვითგამოხატვის უფლებებს. არ ვცნობთ მათი ნაციონალისტური განწყობების ლეგიტიმურობას. ამ ფონზე, ყველანაირი ომი ვაწარმოეთ მათთან და შედეგად, ისინი ჩვენში მოძალადეებს/მტრებს ხედავენ, მათ უბრალოდ არ უნდათ ჩვენთან (ქართულ სახელმწიფოში) თამაშის ერთიანი წესებით ცხოვრება.


ვთქვათ, ნაციონალიზმის გვჯერა და მიგვაჩნია, რომ, ნაციის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ამა თუ იმ ჯგუფის (მათ შორის ეთნიკური) და/ან ინდივიდის ინტერესები. ერთი მხრივ, საერთოდ გაუგებარია, სხვათა იგივე უფლებებს რატომ არ ვაღიარებთ?! მეორე მხრივ, ამავე რწმენიდან, ტაკტიკურადაც კი, წამგებიანი ხომ არ არის ჩვენი მილიტარისტული და ძალადობრივი განწყობები ამ ხალხთან.


რატოომ? - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი კონკურენტი არის რუსეთი. ისინი კი რუსეთთან თანაარსებობას ირჩევენ, შეიძლება გულუბრყვილოდ, მაგრამ, ფაქტი ესაა. რას იღებენ ან რას ჰპირდება მათ რუსეთთან პარტნიორობა:


  1. მეტი თავდაცვა:


ა) საქართველოს თავდაცვის წლიური ბიუჯეტი არის - 312 M$, მთლიანი ეკონომიკის - 1.93% (of GDP), შეიარაღებული ძალების რაოდენობა კი შეადგენს - 37,000 ათასი ადამიანს) (2018 წელი)

ბ) რუსეთის იგივე წლიური ბიუჯეტი შეადგენს - 65,1B $, მთლიანი ეკონომიკის - 3.93% (of GDP), ანუ ჩვენზე 208 ჯერ მეტია, ხოლო შეიარაღებული ძალების რაოდენობა - 1,454,000 ადამიანს. ჩვენზე 39 ჯერ მეტი (2018 წელი)


2. მეტი ეკონომიკა:


ა) საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე წლიურად შეადგენს - 4,344 $, მთლიანი წლიური ეკონომიკური დოვლათი – 16.21 B $ (2018 წელი)

ბ) რუსეთის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს - 11,288 $, ანუ ჩვენზე თითქმის სამჯერ მეტს, მთლიანი ეკონომიკური დოვლათი კი – 1.658 T $ (2018 წელი)


3. უკეთესი პოლიტიკა - ავად თუ კარგად, ისინი რესპუბლიკის სტატუსით ოპერირებენ



➡ წყარო:
https://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.XPND.GD.ZS https://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.TOTL.P1
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4431728?publication=0


ამ მოცემულობის პირობებშიც კი, მიუხედავად მთელი რიგი გამოცდილებებისა (სამხედრო აგრესია, ცივი ომი), მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა და დღემდე, რაღაც ფანტასმაგორიული, ზეციური ძალების იმედი გვაქვს.


ხომ არ ჯობია, იმაზე ვიფიქროთ, როგორ გახდეს ჩვენი თავდაცვა, ეკონომიკა და პოლიტიკური შეთავაზება კონკურენტზე (რუსეთი) უკეთესი, რომ ამ ხალხს, ბოლოს და ბოლოს, თუ ასე ძალიან გვინდა, ჩვენთან ცხოვრება მოუნდეს?! - მოუნდეს ნებაყოფლობით.


გაჯიუტებული, მაგრამ დაეჭვებული ვიკითხავთ, და ეს შესაძლებელია? დიახ, შესაძლებელია:


1. თავდაცვა - 2004 წელს „ნატოში“ შესვლით რუსეთის ორბიტას თავი დააღწიეს ბულგარეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და სხვებმა . ეს იყო „ნატოს“ რიგით მეხუთე, ყველაზე დიდი გაფართოება. ამ ქვეყნებმა იყიდეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ხარისხიანი თავდაცვის სერვისი მთელს მსოფლიოში. ცხადია, გარდა, პოლიტიკური უსაფრთხოებისა, ამ გარიგებამ მათ უსაფრთხო საინვესტიციო გარემო მოუტანა.


2. ეკონომიკა - შედარებითი ანალიზისთვის, ვნახოთ სტატისტიკა, ერთი მხრივ, საშუალოდ რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI of GDP,%) შემოედინებოდა ამ ქვეყნებში საშუალოდ, ნატოში შესვლამდე 4 წლით ადრე (2000-2003წწ) და რა შემოვიდა ნატოში შესვლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში (2004-2007). მეორე მხრივ, ამავე პერიოდებზე როგორი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა (%, GDP Growth):


 ბულგარეთი:


▫%, FDI of GDP: მანამდე - 7.23%, შემდეგ - 20.24%, ანუ, ინვესტიციების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში გაიზარდა 180%-ით.
▫%, GDP Growth: მანამდე - 4.9%, შემდეგ - 6.9%.


 ლიტვა:


▫%, FDI of GDP: მანამდე - 2.85%, შემდეგ - 6.41%, ანუ,ინვესტიციების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში გაიზარდა 124.6%–ით.
▫%, GDP Growth: მანამდე - 6.8%, შემდეგ - 10.2%.


 ლიეტუვა:


▫%, FDI of GDP: მანამდე - 3.16%, შემდეგ - 4.84%, ანუ, ინვესტიციების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში გაიზარდა 53%-ით.
▫%, GDP Growth: მანამდე - 6.9%, შემდეგ - 8.2%.


ესტონეთი:


▫%, FDI of GDP: მანამდე - 7.98%, შემდეგ - 14.96%, ანუ,ინვესტიციების მოცულობა მშპ-თან მიმართებაში გაიზარდა 87.5%–ით.
▫%, GDP Growth: მანამდე - 7.6%, შემდეგ - 8.4%.


➡ წყარო: https://data.worldbank.org/indicator/BX.KLT.DINV.WD.GD.ZS

https://data.worldbank.org/indicator/ny.gdp.mktp.kd.zg )


3. პოლიტიკა - აფხაზეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ითხოვდა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას. მათ აქვთ ნაციონალისტური განწყობები და ვითომ, რატომ არ უნდა ჩაითვალოს ის ლეგიტიმურად?! რატომ არ შეიძლება შევთავაზოთ მათ მეტი უფლებები და არჩევანის თავისუფლება?! უფრო სამართლიანი ხომ არ არის ასიმეტრიული ფედერალიზმის პირობებში დაფუძნებული საერთო სახელმწიფოს იდეის შეთავაზება, ვიდრე, ეთნიკური (აქაოდა, ქართული ეთნოსი აფხაზურ ეთნოსზე მაღლა დგასო) ქედმაღლობით ნაწყალობევი სტატუსი -ავტონომია?!


შენიშვნა: რომ გვესმოდეს, „ნატოს“ თავდაცვის ბიუჯეტი არის 1 ტრიოლიონი $, მაშინ, როდესაც, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი არის 65.1 მილიარდი $ (თუკი რათქმაუნდა გვჯერა, რომ ეს რიცხვები ასახავენ რეალობას).


და თუ გახდები ესტონეთი, რომელიც ნატოს წევრია და იმავდროულად, ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე რუსეთის იგივე მაჩენებელს აღემატება ორჯერ - ვითომ, უფრო მეტი შანსი არ გექნება, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შენთან მოუნდეს ინტეგრირება?! 


➡ წყარო: https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/pdf_2018_07/20180709_180710-pr2018-91-en.pdf?fbclid=IwAR1Jy1C6qpRe264-VjAHdT67fdqEMnkoFQvhUYBFYZRf1L_dnh3ZGithrek


პ.ს. ასევე ვიკითხავთ, კი მაგრამ, რა გარანტიაა, რუსეთი თავს არ დაგვესხმება თუკი ჩვენ მაპს მივიღებთ? - და რა გარანტია ჰქონდა ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, სლოვაკეთს, პოლონეთს, ბულგარეთს?! - არანაირი გარანტიები არ არსებობს. ან მიდიხარ წინ და ამას თან ახლავს რისკები, თუმცა კი შესაბამისი პრემიებით, ან ხარ უძრაობაში და იძირები ჭაობში. უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობენ გარანტიები. არც იმის გარანტია არსებობს, ხვალ დილით სახლიდან გასული, უკან მობრუნდები თუ არა.


პ.ს. და მაინც, დაეჭვებული ადამიანი იკითხავს, კი მაგრამ, მაგ წლებში ზოგადად აქტიური ეკონომიკური ციკლი იყო მთელს ევროპაში და რავიცით, რომ, მათი განვითარება ნატოში შესვლას უკავშირდება? - და რავიცით, რომ, ნატოს გაფართოებას და ზოგადად ევროპის უფრო მეტ უსაფრთხოებას არ უკავშირდება ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება მაგ წლებში, ცხადია სხვა ფაქტორებთან ერთად?!


(ცდომილებები გამოწვეულია კურსთა შორის სხვაობით)





ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ანალიტიკოსი 

გია ჩქოფოია




მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა

მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 7 მლნ-მდეა
access_time2021-01-18 13:10:13
მიკროსაფინანსო სექტორში უპასუხისმგებლო მსესხებლის კუთვნილი ქონება 7 მლნ-მდეა შემცირებული. სექტორს პანდემიის საგაზაფხულო ტალღისას მარეგულირებლის დავალებით ნამეტი რეზერვი აქვს შექმნილი. Q2/2020-ისთვის, სასესხო დანაკარგებზე 129 მლნ-ის ბუფერი ჰქონდა და 3 კვარტლის მდგომარეობით, 1 ოქტომბრისთვის, 108 მლნ-მდეა შემცირებული. 7 მლნ-ის ½-ზე მეტი მსხვილ მოთამაშეებზე მოდის, თუმცა ზუსტი წილი ვერ გამოითვლება რადგან "რიკო კრედიტს" ანგარიშგებაში...

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება
access_time2021-01-18 12:01:04
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...


მსგავსი სიახლეები

up